|
კალათბურთი შვაინშტაიგერისა და მიულერის შესრულებით
2014-07-03 22:20 | ნახვები: 8907
12345678910
საფრანგეთის ნაკრების მსგავსად, გერმანელთა ვარჯიშიც მედიისთვის ღია მხოლოდ საწყისი 15 წუთი იყო. ვარჯიშამდე ნახევარი საათიდ ადრე, მოედანზე პირველი ბასტიან შვაინშტაიგერი გავიდა, რომელმაც “კალათბურთის” თამაში გააჩაღა. ამ შემთხვევაში ფარის როლს სათადარიგოთა სკამის უკან მდგომი ურნა წარმოადგენდა. შვაინშტაიგერი ბურთს ურნაში თუ ჩააგდებდა, აღტაცების ნიშნად ხელებს მაღლა აღმართავდა. მალე მას თომას მიულერი შეურთდა და ერთამანეთს ეჯიბრებოდნენ ვინ ჩააგდებდა ე.წ. კალათში ბურთს. ხსენებულ დუეტს თანდათან მათს ჰუმელსი, ლუკას პოდოლსკი, მესუტ იოზილი და სხვები შეურთდნენ. მოკლედ, ერთი მხიარულება იყო. ცოტა ხანში, მოედანზე ლიოვი გამოჩნდა და ასისტენტებთან ერთად “სამკუთხედში” ბურთი გააგორა. ბრაზილიის დროით 14:300 საათი რომ გახდა, ბუნდესნაკრების თავკაცმა შეგირდებს უხმო და წვრთნაც გაჩაღდა. მისი დასრულების შემდეგ, ლიოვი და ტონი კროოსი პრესკონფერენციას ჩაატარებენ. ლაშა თაბაგარი worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროდან
ლაშა თაბაგარის ფოტოები |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია