Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
დეშამი და ლორისი გერმანელებს პატივს სცემენ, მაგრამ გამარჯვება სურთ
2014-07-03 22:41 | ნახვები: 7680
1234
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების პრესკონფერენციაზე, გუნდის მთავარ მწვრთნელ დიდიე დეშამთან ერთად, “სამფეროვანთა” კაპიტანი უგო ლორისი გამოცხადდა.

თავდაპირველა ჟურნალისტების კითხვებს სწორედ ლორისმა უპასუხა. მან აღნიშნა, რომ მომავალი მატჩის მნიშვნელობა კარგად ესმით და მზად არიან, რისთვისაც მადლობა დეშამსა და ნაკრების სტაფს გადაუხადა. ფრანგების კაპიტანმა გერმანელებს მაღალი შეფასება მისცა და თქვა, რომ მათი საფეხბურთო ფილოსოფია კარგად იციან.

ბუნებრივია, ლორისს მსოფლიო ჩემპიონატებზე საფრანგეთი-გერმანიის დაპირისპირების ისტორიაც შეახსენეს, ხოლო მან ხაზი გაუსვა, რომ ეს მნიშვნელოვანია მომენტია, რომელიც საუცხოოდ იციან.

გერმანელების შესახებ საუბრისას, “სამფეროვანთა” კაპიტანმა ისიც დაამატა, რომ მეტოქედ მსოფლიო ჩემპიონატის მოგების ერთ-ერთი ფავორიტი ჰყავთ. თუმცა, გამარჯვება სურთ და გუნდში პრობლემები არაა.

ლორისმა თავისი კოლეგა ნოიერი, მაღალი დონის მეკარედ მოიხსენია. მან ისიც განაცხადა, რომ საფრანგეთის მიზანი ფინალში გასვლაა და დასახული მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან. ლორისს ჰკითხეს, თუ რაა მიზეზი, რომ მიმდინარე მუნდიალზე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მეკარეები ხშირად დაასახელეს. მისი განმარტებით გახსნილი თამაშებია და მეკარეებს ბევრი დატვირთვა აქვთ. ლორისის აზრით, ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატზე გოლკიპერები მაღალ დონეზე ირჯებიან.

კაპიტანს ფრანკ რიბერიზეც დაეკითხნენ და მან მედიას აუწყა, რომ რიბერისთან ხშირად კონტაქტობენ.

ლორისის წასვლის შემდეგ, ჟურნალისტების პირისპირ დეშამი დარჩა, რომლის თქმით, გერმანიის სახით მაღალი კლასის მოწინააღმდეგე ჰყავთ, მაგრამ არ ნერვიულობენ.

ფრანგების თავკაცს “მარაკანას” საფარის მდგომარეობაზე ჰკითხეს და მან უპასუხა, რომ ბალახის საფარი ნორმალურია. ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რას ფიქრობს დეშამი თომას მიულერის შესახებ. დეშამმა აღნიშნა, რომ მიულერი გერმანელთა ერთ-ერთი ლიდერია, მაგრამ ისინი არა ერთ მოთამაშეზე, არამედ მთლიანად მეტოქეზე იქნებიან კონცენტრირებულნი.

ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ფრანგების დამრიგებელს უთხრა, რომ იოაჰიმ ლიოვმა წყვილის ფავორიტად მისი გუნდი დაასახელა. დეშამს გაეცინა და ლიოვს მადლობა გადაუხადა, თუმცა, დაამატა, რომ გერმანია მუნდიალის ერთ-ერთი ფავორტია. სხვათა შორის, მან გერმანელები არაერთხელ შეაქო, მაგრამ არც ის დავიწყნია ეთქვა, რომ თავადაც კარგი გუნდი ჰყავს.

ლაშა თაბაგარიworldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროდან

ლაშა თაბაგარის ფოტოები


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.047342