Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
სპექტაკლი არ შედგება, მთავარი გამარჯვებაა
2014-07-04 00:52 | ნახვები: 4221
1234567891011121314
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ბრაზილიის და კოლუმბიის მეოთხედფინალური მატჩის წინ მთავარი კითხვა შემდეგში მდგომარეობდა: ითამაშებდა თუ არა მასპინძელთა უმთავრესი ვარსკვლავი ნეიმარი, რომელსაც ტრავმა აწუხებდა. ტურნირის მასპინძელთა საბედნიეროდ, ეს საკითხი დადებითად გადაწყდა.

“პენტაკამპეონთა” ათმა ნომერმა მუხლი და ბარძაყი 28 ივნისს ჩილესთან მერვედფინალურ შეხვედრაში დაიზიანა და ორი დღე ინდივიდუალური პროგრამით ემზადებოდა, 2 ივლისიდან კი უკვე გუნდთან ერთად, სრული დატვირთვის ვარჯიშობს. “კოლუმბიასთან მოედანზე ვიქნები. არაფერი მტკივა. დარწმუნებული იყავით, სრულ მზადყოფნაში ვარ”, - განაცხადა 22 წლის შემტევმა.

ნეიმარმა ისიც აღნიშნა, რომ არ არის აუცილებელი ბრაზილიამ ყველა თამაშში სპექტაკლი დადგას. ახლა, მთავარი უკვე შედეგია. “ყველა შეხვედრას 4:0 ან 5:0 ვერ მოიგებ. თანამედროვე ფეხბურთი ძალიან რთულია, გუნდების დონე თანაბრდება და გამარჯვებისთვის ბოლომდე დახარჯვაა საჭირო. შოუ არც თავად მჭირდება. აქ იმისთვის ვართ, რომ ბოლომდე გავიდეთ. ბედნიერი ვიქნები, თუკი თავად არაფერი გამომივა, მაგრამ კოლუმბიასთან თუნდაც 1:0-ს მოვიგებთ”.

გარკვეულწილად, ნეიმარის აზრი გააგრძელა კოლუმბიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხოსე პეკერმანმა. მისი აზრით, მატჩების ბედს უფრო მეტად გუნდური თამაში წყვეტს და არა – კონკრეტული ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები.

“ხშირია შემთხვევები, როდესაც უზარმაზარი პოტენციალის მქონე გუნდები იმ თამაშებს ვერ იგებენ, რომლებშიც მათგან ყველა წარმატებას ელის. ჩემპიონატი ძალიან საინტერესო ხდება, რადგანაც უვარსკვლავებო ნაკრებები ფავორიტებს სულ უფრო მეტ პრობლემებს უქმნია. იმედია, მომავალი მეოთხედფინალები აღნიშნულის კიდევ ერთი დადასტურება იქნება”.

ნეიმარის ფაქტორის გაიდეალების წინააღმდეგია კოლუმბიელთა ნახევარმცველი კარლოს სანჩესიც. “რასაკვირველია, ნეიმარი მსოფლიოს დონის ვარსკვლავია, თუმცა, თუკი მხოლოდ მასზე ვისაუბრებთ, ამით ბრაზილიის ნაკრების სხვა წევრების მიმართ უპატივცემულობას გამოვავლენთ, მათ ხომ უმაღლესი დონის მოთამაშეები სხვაც ბევრი ჰყავთ. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ სრულ მზადოფნაში ვართ და რწმენაც გაგვაჩნია, რომ ნახევარფინალში კოლუმბია ითამაშებს”.

მომავალ მატჩს გამოეხმაურა ცნობილი კოლუმბიელი სპეციალისტი ფრანსისკო მატურანა, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს სხვადასხვა პერიოდებში ერთბაშად ოთხჯერ წვრთნიდა. მისი აზრით, კოლმბიელებს ბრაზილიელთა ძლევა ხელეწიფებათ.

“მატჩის შედეგი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. მიუხედავად ბრაზილიელთა მიმართ დიდი პატივისცემისა, ვიტყვი, რომ მათი დამარცხება შეგვიძლია. თუკი მუნდიალის მასპინძლებს ჩვენთან წარმატება სურთ, გაცილებით უკეთ უნდა ითამაშონ, ვიდრე – მექსიკასთან და ჩილესთან. ამასთან, ბრაზილიამ ის მებრძოლი სული უნდა დაიბრუნოს, რაც კონფედერაციის თასზე ჰქონდა. მაშინ ფეხბურთელები და ქომაგები ერთიან ორგანიზმს წარმოადგენდნენ”.

საკმაოდ იმედიანად არის განწყობილი კოლუმბიელთა კიდევ ერთი ვეტერანი, ეროვნული გუნდის ყოფილი წევრი ადოლფო ვალენსია. “ბრაზილიის ნაკრები წარსულის აჩრდილს წარმოადგენს. მათ პატივს ვცემ, თუმცა, ამ ფაქტს ვერსად გავექცევით. ადრე ბრაზილიელებს მეტოქეებთან წინაშე უდიდესი უპირატესობა ჰქონდათ და თამაშებს ძალიან იოლად იგებდნენ, ახლა, კი მათ უბრალოს ჩემპიონატის რიგითი გუნდი ჰყავთ. ამგვარად, კოლუმბიას მათი დამარცხების ჩინებული შანსი აქვს”.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელთა თავკაც ლუიშ ფელიპე სკოლარის მომავალი მატჩის წინ ლუის გუსტავო ჰყავს დისკვალიფიცირებული, ამდენად, მისი შემცვლელის მოძიება მოუწევს. ვარჯიშებიდან ისე სჩანს, რომ მოედანზე პაულინიო გამოჩნდება. და ერთიც. სკოლარის განაპირა მცველის დანი ალვეშის გარჯა არ აკმაყოფილებს და სავარაუდოდ, მას მაიკონით ჩაანაცვლებს.

“სრულიად ნორმალურია, რომ ქომაგები ჩვენგან უკეთესად თამაშს ითხოვენ, თუმცა, მთავარი ისაა, რომ უკვე ჩემპიონატის მეოთხედფინალში ვართ გასული. უპირატესობას არავის წინაშე არ ვგრძნობთ. უკვე იმ ეტაპზე ვიმყოფებით, სადაც შენს ტიტულებს ყურადღებას აღარავინ აქცევს. ახლა, თამაშის ბედი, შესაძლოა, ბოლო წუთებზე გადაწყდეს ან პენალტებში და ყველაფერი ერთმა შეცდომამ გადასწონოს”, - აღნიშნა სკოლარიმ, რომელმაც გუნდში ფსიქოლოგიური მდგომარეობის ასამაღლებლად შესაბამის სპეციალისტსაც კი უხმო.

ცნობისთვის, კოლუმბიას ბრაზილია მხოლოდ ორჯერ ჰყავს დამარცხებული და ბოლოს, ეს 1991 წლის “კოპა ამერიკაზე” მოხდა. სხვა საქმეა, რომ ხსენებულ გუნდებს უკანასკნელი 4 შეხვედრა ფრედ აქვთ დასრულებული, მათ შორის, 2012 წელს ნიუ იორკში გამართული ამხანაგური მატჩი.

“ბედნიერები ვართ, რადგანაც ისტორია ვქმნით. ეს ის ნაკრებია, რომელსაც გამარჯვების საოცარი წყურვილი აქვს”, - აღნიშნა კოლუმბიელთა წამყვანმა თავდამსხმელმა ხამეს როდრიგესმა, რომელიც რადამელ ფალკაოს არყოფნაში, ეროვნული გუნდის ლიდერად მოგვევლინა და 5 გოლით ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია.

საინტერესოა, რომ კოლუმბიელებს სულ 11 ბურთი აქვთ გატანილი და ტურნირის ყველაზე შედეგიან გუნდ – ჰოლანდიას ერთადერთი გოლით ჩამორჩებიან. სამაგიეროდ, კოლუმბიელებს მუნდიალზე ყველაზე ცოტა – 2 ბურთი აქვთ გაშვებული. ბარემ აქვთ ვთქვათ, რომ ბრაზილიელთა ჯამური ბურთების სხვაობა 8:3-ზეა.

და ბოლოს. კოლუმბიის პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტოსმა სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულთათვის 4 ივლისი უქმე დღედ გამოაცხადა. ამგვარად, აღნიშნულ მოქალაქეებს ადრეულად გათავისუფლების და საყვარელი გუნდის სრულყოფილად გამხნევების საშუალება მიეცემათ. ამასთან, პრეზიდენტმა დასძინა, რომ კოლუმბიელი სამართალდამცავები და მედიცინის მუშაკები ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ.


ფორტალეზა. “კასტელანი”. 00:00

ბრაზილია – კოლუმბია

სავარაუდო შემადგენლობები

ბრაზილია: სეზარი, მაიკონი, სილვა, ლუიზი, მარსელო, პაულინიო, ფერნანდინიო, ოსკარი, ნეიმარი, ჰალკი, ფრედი.

მწვრთნელი: ლუის ფელიპე სკოლარი.

კოლუმბია: ოსპინა, არმერო, ზაპატა, იეპესი, ზუნიგა, სანჩესი, აგუილარი, იბარბო, როდრიგესი, კუადრადო, გუტიერესი.

მწვრთნელი: ხოსე პეკერმანი (არგენტინა).

მსაჯი: კარლოს ველასკო კარბალიო (ესპანეთი).


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.046305