|
სუარესს სასჯელი შეუმსუბუქეს
2014-07-04 10:36 | ნახვები: 7310
1
ურუგვაის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" თავდამსხმელ ლუის სუარესს, მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ სასჯელი შეუმსუბუქა. თავდაპირველად, ფიფამ ურუგვაელს ჯორჯო კიელინის კბენისთვის ოთხი თვის განმავლობაში ყველა სახის საფეხბურთო აქტივობა აუკრძალა და ნაკრებში 9-მატჩიანი დისკვალიფიკაციაც მისცა, მათ შორის ვარჯიშიც. ფიფას სადისციპლინო კომიტეტის თავჯდომარე კლაუდიო სულსერიმ განაცხადა, რომ სუარესს სასჯელის პერიოდში ვარჯიში შეეძლება. რაც შეეხება, ურუგვაის ფეხბურთის ასოციაციის აპელაციას, თავდამსხმელის ნაკრებში დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით, სულსერომ აღნიშნა, რომ ფეხბურთელს მხოლოდ ვარჯიშის ნება დაერთო, დანარჩენი აკრძალვები კი ძალაში დარჩება. ტეგები:
ლუის სუარესი |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია