"ლოს ანჯელეს გელექსის" თავდამსხმელმა ლენდონ დონოვანმა, აშშ-ს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის იურგენ კლინსმანი გააკრიტიკა და გერმანელის ტაქტიკას წარუმატებელი უწოდა.
მოგეხსენებათ, 32 წლის დონოვანი კლინსმანმა მუნდიალისთვის 23-კაციან განაცხადში არ შეიყვანა და ფეხბურთელი ამ გადაწყვეტილებით დღემდე განაწყენებულია.
"მომხდარით ყველა იმედგაცრუებულები ვართ. ვფიქრობ, უფრო მეტად იმედგაცრუებულები უნდა ვიყოთ ტაქტიკური თამაშით. ბიჭებმა, რაც შეეძლოთ ყველაფერი გააკეთეს, წარმატების მიღწევა შეგვეძლო. ფეხბურთში მთავარი შედეგია. ფეხბურთელებმა რიგ მომენტებში თავი ძალიან კარგად წარმოაჩინეს, თუმცა ტაქტიკა წარუმატებელი იყო", - განაცხადა დონოვანმა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია