ბრაზილიის ქალაქ ბელუ ორიზონტეში, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქია, გადასასვლელი ხიდი ჩაინგრა. წინასწარი მონაცემებით შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 19 ადამიანი დაშავდა.
ხიდი სტადიონ "მინეირაოსთან" 2 მილის მანძილზე მდებარებს. მეხანძრეების განცხადებით, ჩამონგრეული ხიდის ქვეშ ერთი მსუბუქი და ორი სატვირთო მანქანა მოჰყვა. ერთი ავტობუსი კი მთლიანად განადგურებას ბეწვზე გადაურჩა. სამგზავრო ავტობუსის მძღოლი ადგილზევე დაიღუპა. ჯერჯერობით გაწმენდით სამუშაოები არ ჩატარებულა და შეიძლება დაზარალებულთა ან გარდაცვლილთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს.
შეგახსენებთ, რომ 8 ივლისს აღნიშნული ქალაქის სტადიონი მუნდიალის ნახევარფინალურ მატჩს უმასპინძლებს. "მინეირაოზე" ერთმანეთს საფრანგეთი - გერმანიის და ბრაზილია - კოლუმბიის შორის გამარჯვებულები დაუპირისპირდებიან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია