Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ლიოვმა და კროოსმა “რეალი” უარყვეს
2014-07-04 14:53 | ნახვები: 6004
1234
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა, მადრიდის “რეალში” ტონი კროოსის გადასვლის შესახებ ესპანური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში საფრანგეთის ნაკრებთან დაპირისპირებამდე ერთი დღით ადრე, “მარაკანაზე”გამართულ პრესკონეფრენციაზე, ლიოვმა განაცხადა, რომ “რეალიდან” პირადად კროოს არავინ დაკავშირებია.

გერმანიის ნაკრებში არსებული ვითარების შეფასებისას, მან აღნიშნა, რომ ალჟირთან მატჩის მერე, გუნდის ერთი მესამედი ყელის ტკივილს უჩიოდა და ეს იმის ბრალია, რომ გარეთ მაღალი ტემპერატურაა, ხოლო შენობებში კონდიციონერებია ჩართული. თუმცა, ამჟამად, ყველა მწყობრშია და როგორც ჰუმელსი, ასევე, შვაინშტაიგერი ითამაშებენ. ხედირასაც პრობლემები არ აქვს. გერმანიის ნაკრების ვარჯიშის საწყის 15-20 წუთს თვალი პირადად ვადევნე და მართლაც ყველა მწყობრშია.

ლიოვმა აღნიშნა, რომ მერვედფინალში ალჟირთან გუნდის თამაშით კმაყოფილი არაა. რაც შეეხება საფრანგეთს, ბუნდესნაკრების დამრიგებელმა მეტოქეს სოლიდური გუნდი უწოდა. მისი თქმით, ფრანგენის რიგებში მაღალი დონის შემსრულებლები გამოდიან, რომლებიც ბურთს კარგად ფლობენ და ინდივიდუალურად ძლიერები არიან. მან ხაზი მოწინააღმდეგის ნახევარდაცვის სიძლიერეს გაუსვა.

პრესკონფერენციაზე გაირკვა, რომ ლიოვს გერმანული პრესის მხრიდან გუნდის თამაშის ზოგიერთი კომპონენტის კრიტიკა დიდად არ ანაღვლებს. მან იხუმრა კიდეც: “ბრაზილიაში ჩამოვედი და გერმანულ გაზეთებს არ ვკითხულობო”. თან დაამატა, ბევრი ნაკრები უკვე სახლში გაბრუნდა, ხოლო ჩვენ აქ ვართ და რაც შეიძლება შორს გვინდა წავიდეთო.

გერმანელ სპეციალისტს ჰკითხეს, ესპანეთის, ინგლისისა და იტალიის ლიგებში ბევრი ლეგიონერების ყოფნა, ამ ქვეყნის ნაკრებებს ხომ არ ასუსტებსო. მან უპასუხა, რომ გერმანიაში ამ მხრივ დაბალანსებული სიტუაცია, რადგან 2-3 ევროპული მაღალი დონის კლუბია, ხოლო ისეთი მოთამაშეები როგორიც მაგალითად იოზილი და ხედირა არიან, ნაკრების თამაშს მხოლოდ ამდიდრებენო. თან, დაამატა, რომ გერმანიას ახალგაზრდა ნიჭიერი მოთამაშეებიც საკმაოდ ჰყავს.

ბრაზილიელი ჟურნალისტი დაინტერესდა, ლიოვის აზრით, ტურნირის მასპინძელი ფსიქოლოგიურ ზეწოლას ხომ არ განიცდის. გერმანელი მიიჩნევს, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელები მსგავს ზეწოლას თავის კლუბებში მიჩვეულნი არიან. მას არ დარჩენია შთაბეჭდილება, რომ ბრაზილიის ნაკრების მოთამაშეებს ამ მხრივ რაიმე სიძნელეები აქვთ.

პრესკონფერენციიდან ლიოვის წასვლის მერე, მისი ადგილი კროოსმა დაიკავა. “რეალის” შესახებ მასაც ჰკითხეს და გერმანელი ნახევარმცველმა გაიცინა: “მე მხოლოდ გაზეთებში ფოტოები ვნახეო”. თან დასძინა, რომ გაზეთებმა ბევრი რამ შეუძლიათ დაწერონ, მაგრამ მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატზე და მომავალ დიდ დაპირისპირებაზე ვარ კონცენტრირებულიო.

მას დაეკითხნენ ლამი ნახევარდაცვაში ითამაშებდა თუ დაცვაში. კროოსის აზრით, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. მოედანზე თავისი მოვალეობის შესახებ საუბრისას თქვა, რომ შეტევის ხაზის პასებით უნდა მოამარაგოს. გერმანელმა თანაგუნდელ მეკარე ნოიერს მიმდინარე მუნდიალზე საუკეთსო უწოდა. მან ხაზი იოზილის უნივერსალობასაც გაუსვა და განაცხადა, რომ მესუტს თამაში ნახევარდაცვის როგორც ცენტრში, აგრეთვე ფლანგებზე შეუძლია.

კროოსმა “მარაკანაც” შეაქო და იმედოვნებს, რომ საფრანგეთთან მატჩის მერე, მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე გერმანიის ნაკრები ამ არენაზე კვლავ დაბრუნდება.



ლაშა თაბაგარი worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროდან


ლაშა თაბაგარის ფოტოები


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.040964