ჰოლანდიის საფეხბურთო ნაკრების მცველს, რონ ვლაარს არ მიაჩნია, რომ მის გუნდს, მსოფლიოს ჩემპიონატის 1/4-ფინალში, კოსტა რიკის სახით, იოლი მეტოქე შეხვდა.
“მსოფლიოს ჩემპიონატზე იოლი თამაშების არ არსებობს. ეს განსაკუთრებით 1/4-ფინალს ეხება.
კოსტა რიკამ ურუგვაისთან და იტალიასთან მოგება მოახერხა, შემდეგ კი ინგლისთან ფრედ ითამაშა. ფლეი ოფში ამ გუნდმა საბერძნეთი დაამარცხა. რას ნიშნავს ეს? უნდა ითქვას, რომ კოსტა რიკა ძლიერი გუნდია, რომელმაც თავის დაცვა კარგად იცის.
წინ რთული მატჩი გველის. საკუთარ თავს ერთი წამით მოდუნების უფლებაც კი არ უნდა მივცეთ. თამაშს მოუთმენლად ველით და შევეცდებით მომდევნო ეტაპზე გავიდეთ.” – აცხადებს რონ ვლაარი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია