Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
გერმანიისთვის ტრადიციად ქცეული 1/2-ფინალი და დეშამის პირველი მარცხი
2014-07-04 22:55 | ნახვები: 2908
12345678910111213
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

გერმანია მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში პირველი გუნდია, რომელმაც საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა ზედიზედ 4-ჯერ მოახერხა. ბრაზილიაში მიმდინარე ჩემპიონატის 1/4-ფინალში იოახიმ ლიოვის გუნდი საფრანგეთს დაუპირისპირდა, რომელიც გერმანელებმა მინიმალური სხვაობით დაამარცხეს.

გერმანიასა და საფრანგეთს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე გამართულ 3 შეხვედრაში, საშუალოდ, 5.7 გოლი გადიოდა, მაგრამ ამჯერად გულშემატკივრებმა მხოლოდ ერთი ბურთი იხილეს. მატს ჰუმელსის ზუსტ დარტყმაში განსაკუთრებული ისაა, რომ ეს იყო პირველი გოლი მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო 16 ბურთიდან, რომელიც პირველ ტაიმში გავიდა. უკანასკნელი 7 გოლი კი დამატებით ტაიმებში იყო გასული.

რიო დე ჟანეიროში გამართულ შეხვედრაში 2 რეკორდი დამყარდა. გერმანიის ნაკრების სასტარტო 11 ფეხბურთელის აქტივში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გამართული 120 თამაში იყო, რაც აქამდე არასდროს მომხდარა. საფრანგეთის ძირითადი შემადგენლობის აქტივში კი 75 თამაშით ნაკლები იყო და ეს სხვაობაც სარეკორდოა.

თამაში გერმანელთა უპირატესობით დაიწყო, მაგრამ არ იყო გასული 10 წუთი, როდესაც ფრანგებიც გააქტიურდნენ. დიდიე დეშამის შეგირდებმა, დროის მცირე მონაკვეთში, სახიფათოდ 3-ჯერ შეუტიეს. პირველი იერიში ხელსაყრელი პოზიციიდან ბენზემას არაზუსტი დარტყმით დასრულდა, დანარჩენ ორ შემთხვევაში კი “სამფეროვნებმა” საქმე დარტყმამდეც ვერ მიიყვანეს.

გერმანიამ პირველივე სახიფათო მომენტი გოლად აქცია. მე-13 წუთზე, პოგბა საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს დაჯარიმდა. სტანდარტი კროოსმა შეასრულა, რომლის ჩაწოდების შემდეგაც, მატს ჰუმელსმა რაფაელ ვარანს მე-2 სართულზე ბრძოლა მოუგო და თავით ლამაზი გოლი გაიტანა. მიმდინარე გათამაშებაში ეს ჰუმელსის მე-2 გოლი, კვლავ თავით და ამჯერადაც ტონი კროოსის გადაცემით გატანილი.

გერმანიამ რომ საფრანგეთს სტანდარტის შედეგად, თავით გაუტანა, ეს გასაკვირი ნამდვილად არ ყოფილა. ფრანგების მიერ გაშვებული ბოლო 5 გოლიდან 4 სწორედ სტანდარტის შესრულებას მოჰყვა, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე თავით ყველაზე ხშირად გერმანელებს გააქვთ – მათ აქტივში 43 გოლია, ხოლო მე-2 ადგილზე მყოფ ბრაზილიელებს თავით მხოლოდ 25-ჯერ გაუტანიათ.

ანგარიშში დაწინაურების შემდეგ გერმანელებმა თამაში დააწყნარეს და შესვენებამდე ანგარიში არ შეცვლილა, რაც, ისტორიის გათვალისწინებით, ფრანგებს კარგს არაფერს უქადდა. საქმე ისაა, რომ გერმანიას, მსოფლიოს ჩემპიონატზე, პირველი ტაიმის მოგების შემდეგ, მხოლოდ 2 თამაში აქვს წაგებული (1938 და 1978 წლებში). რაც შეეხება საფრანგეთს, ამ გუნდს, მუნდიალის ფინალურ ეტაპზე, პირველი ნახევრის წაგების შემდეგ ფრეც კი არასდროს უთამაშია. შესვენებაზე მდევრის როლში ფრანგები, აქამდე, 10-ჯერ გავიდნენ და თამაში ათივე შემთხვევაში წააგეს.

მე-2 ტაიმში თამაში ისე წარიმართა, რომ ფრანგები უშანსოდ ნამდვილად არ ყოფილან. დეშამის შეგირდები მეტოქის კარზე ზეწოლას უფრო და უფრო ზრდიდნენ, მაგრამ კონტრშეტევების განხორციელების საშუალებას გერმანელებსაც აძლევდნენ. ლიოვის გუნდს სხვაობის გაზრდა 2-ჯერ შეეძლო, მაგრამ გერმანელებმა ორივე შემთხვევაში ცუდად დაარტყეს.

საბოლოოდ, საფრანგეთმა გათანაბრება ვერ მოახერხა და 4 ივლისს, მსოფლიოს ჩემპიონატის პირველად მოგებიდან ზუსტად 60 წლის შემდეგ, გერმანიამ 1/2-ფინალის საგზური მოიპოვა.

ცნობისთვის, ეს იყო დიდიე დეშამის კარიერაში მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი წაგება. ფრანგების დამრიგებელს, ფეხბურთელობის დროს გამართულ 6 და მწვრთნელობისას ჩატარებულ 4 მატჩში 8 მოგება და 2 ფრე ჰქონდა.

საფრანგეთი-გერმანია 0:1 (0:1)

რიო დე ჟანეირო, “მარაკანა”

საფრანგეთი (4-3-3):ლორისი, დებუში, ვარანი, საკო (კოსელნი 72), ევრა, პოგბა, კაბაიე (რემი 73), მატუიდი, ვალბუენა (ჟირუ 85), ბენზემა, გრიზმანი.

მწვრთნელი:დიდიე დეშამი.

გერმანია (4-2-3-1):ნოიერი, ლამი, ბოატენგი, ჰუმელსი, ჰიოვედესი, შვაინშტაიგერი, ხედირა, მიულერი, კროოსი (კრამერი 90+2), იოზილი (გიოტცე 83), კლოზე (შიურლე 69).

მწვრთნელი:იოახიმ ლიოვი.

გოლი:0:1 ჰუმელსი (13).

გაფრთხილებები:ხედირა 54, შვაინშტაიგერი 80.

მსაჯი:ნესტორ პიტანა (არგენტინა).

ბურთის ფლობა:49%-51%, დარტყმა:13 (9)-8 (6), კუთხური:5-3, თამაშგარე:3-0, სეივი:5-9, ჯარიმა:15-18.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.045733