Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ბრაზილიის ცენტრალური გოლები
2014-07-05 02:39 | ნახვები: 4221
12345678910111213141516
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრებმა ცენტრალური მცველების ტიაგო სილვას და დავიდ ლუისის გოლების წყალობით, კოლუმბიას 2:1 სძლია და მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

გასული შეხვედრა სწორედ ისეთი გამოდგა, როგორსაც სპეციალისტები ელოდნენ. აკი თქვა, “პენტაკამეონთა” ლიდერმა ნეიმარმა თამაშის წინ სპექტაკლი არ შედგებაო და ასეც მოხდა. მწირმომენტიან შეხვედრაში მუნდიალის მასპინძლები უფრო იღბლიანნი გამოდგნენ და ტიტულისთვის ბრძოლასაც აგრძელებენ, თუმცა კი, მძიმე დანაკლისს ვერ გადაურჩნენ.

საქმე ის გახლავთ, რომ ნახევარფინალს გამოტოვებს პირველი გოლის ავტორი ტიაგო სილვა, რომელმაც მე-2 ყვითელი ბარათი მიიღო და ჯერაც გასარკვევია ნეიმარის ამბავი. ამ უკანასკნელს თამაშის მიწურულს ზუნიგა ეუხუშა და მასპინძელთა ათმა ნომერმა მინდორი საკაცით დატოვა...

აღნიშნულ ეპიზოდამდე კი სამივე გოლი დაფიქსირებული გახლდათ. პირველ ტაიმში სილვამ კუთხურის შემდეგ ახლო მანძილიდან გაიტანა და ეს, მსოფლიოს პირველობაზე ბრაზილიის ნაკრების კაპიტნის პირველი გოლი გახლდათ 1994 წლის შემდეგ, როდესაც რაიმ რუსეთის ნაკრების კარი დალაშქრა.

მე-2 ნახევარში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებულმა დავიდ ლუისმა შორეული საჯარიმოდან ჩინებულად დაარტყა, მსოფლიოს ჩემპიონატის ერთპიროვნულმა ბომბარდირმა ხამეს როდრიგესმა კი თავი პენალტის ნიშნულიდან გამოიჩინა.

ახლა, კოლუმბიელი ვარსკვლავის ანგარიშზე 6 ბურთია და იგი ბრაზილიელი რონალდოს შემდეგ, პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ამ ნიშნულს უწია. ამასთან, ხამესი მუნდიალის საუკეთესო მეგოლის ტიტულთან ძალიან ახლოსაა, რადგანაც უახლოეს კონკურენტებს – ხსენებულ ნეიმარს და გერმანელ მიულერს 2-2 გოლით უსწრებს.

9 ივლისს ბელუ ორიზონტეში დაგეგმილ ნახევარფინალში ბრაზილიელთა მეტოქე გერმანიის ეროვნული გუნდი იქნება.


ფორტალეზა. “კასტელანი”. 00:00

ბრაზილია – კოლუმბია 2:1 (1:0)

ბრაზილია: სეზარი, მაიკონი, სილვა, ლუიზი, მარსელო, პაულინიო (ერნანესი, 86), ფერნანდინიო, ოსკარი, ნეიმარი (ენრიკე, 88), ჰალკი (რამირესი, 83), ფრედი.

მწვრთნელი: ლუის ფელიპე სკოლარი.

კოლუმბია: ოსპინა, არმერო, ზაპატა, იეპესი, ზუნიგა, სანჩესი, გუარინი, იბარბო (რამოსი, 46), როდრიგესი, კუადრადო (კუინტერო, 80), გუტიერესი (ბაკა, 70).

მწვრთნელი: ხოსე პეკერმანი (არგენტინა).

გოლები: 1:0 სილვა (7), 2:0 ლუისი (69), 2:1 როდრიგესი (80 პენ.).

გაფრთხილება: სილვა (64), როდრიგესი (67), იეპესი (72), სეზარი (78).

მსაჯი: კარლოს ველასკო კარბალიო (ესპანეთი).

ბურთის ფლობა: 52%-48%; კარში დარტყმა: 12 (6)-11 (5); კუთხური: 4-6; ჯარიმა: 31-23; თამაშგარე: 0-3; სეივი: 0-3.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.045903