Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ბრაზილია ხარობს
2014-07-05 11:30 | ნახვები: 4292
123456789101112131415
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

მიმდინარე საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე 4 ივლისი იყო. თუ რატომ ამას დიდი ახსნა არ უნდა, რადგან 12-წლიანი შესვენების მერე, “პენტაკამპეონები” მუნდიალის 1/2-ფინალში გავიდნენ. 2006 და 2010 წლების მსოფლიო პირველობების “ჩაფლავების” შემდეგ, ბრაზილიას ყველაზე პრესტიჟული ტიტულის მოპოვების შანსი კვლავ აქვს. შედეგი კი, ისევ ლუიშ ფელიპე სკოლარიმ იგივე “ფელეპაომ” “დადო”.

ვის მოსწონს ეს მწვრთნელი, ვის არა, როგორც იტყვიან “კაცია და გუნება”. ფაქტია, რომ ბოლოს ბრაზილიელებს ფიფას მსოფლიო თასი მან მოაგებინა და ახლა საუკეთესო ოთხეულში შეიყვანა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეს 12 წლის წინანდელი ბრაზილია არაა, როდესაც “ფელეპაოს” განკარგულებაში ერთბაშად რონალდო, რივალდო და რონალდინიო იყვნენ. იმასაც ვერავინ იტყვის, რომ ტურნირის მასპინძლები 1/2-ფინალში “ძალით შეათრიეს” ან მსაჯები წყალობენ. პლეი ოფებში არც მეტოქეები ჰყოლიათ ვინმეზე ნაკლები, მეტი თუ არა.

“მარაკანაზე” საფრანგეთი-გერმანიის (0:1) მატჩის ნახვის შემდეგ, მუნდიალზე გულშემატკივართა თავშეყრის ყველაზე ხალხმრავალი ადგილისკენ “ფიფა ფან ფესტისკენ” გავეშურე. სამხრეთამერიკული დერბის ბრაზილიელების გარემოცვაში ყურების შანსს ნამდვილად არ გაუშვებდი. ქომაგებმა მეტროს მატარებელი ისე გაავსეს, ტევა არ იყო. მემანქანესაც შემადგენლობა რაღაც ნამეტანი ნელა მიჰყავდა. ვაგონში გერმანელი ქომაგებიც იყვნენ, რომლებმაც სიხარულით სიმღერა “დასცხეს” და ბრაზილიელებსაც ეს უნდოდათ, ატყდა ერთი “კაკაფონია”. თან, ეფექტის გასაძლიერებლად ხელს ვაგონის ჭერს ურტყამდნენ. დანიშნულების ადგილამდე ასე ხმაურში, სიმღერასა და საყვირების ჭყვიტინში მივედი.

მიმდინარე ჩემპიონატზე პირველად მოხდა, რომ “ფიფა ფან ფესტი” მატჩის დროს დაკეტეს, რადგან იქ იმდენი ქომაგი იყო, სხვები აღარ დაეტეოდნენ. ბრაზილიელებს ამაზე დიდად არ უდარდიათ და ქუჩებში გაიშალნენ. აქვე გეტყვით, რომ ბრაზილიის ნაკრები როდესაც არ თამაშობს, მატჩების მსვლელობისას ბევრი ადგილობრივი მაცხოვრებელი გვიან ღამემდე პლაჟზე ბურთს დასდევს და სხვა გუნდების დაპირისპირებას ყურადღებას არ აქცევს. ამჯერად, პლაჟი ცარიელი იყო.

სხვათა შორის, ხალხის სიმრავლის მიუხედავად ვერ იტყოდი, რომ ყველა ეკრანებს მიჩერებულიყო. მიმდებარე კაფე-ბარები სავსე იყო ქომაგებით და ნაწილი ფეხბურთს “ფიფა ფან ფესტის” მესრის იქით უყურებდა, მაგრამ ისეთებიც შემხდვნენ, ვისაც თამაშისთვის არ შეუხედავთ და ორი ტაიმი ცეკვა-სიმღერაში გაატარეს.

ტიაგუ სილვას მიერ გატანილი პირველი გოლის მერე, “კოპაკაბანას” მიმდებარე ტერიტორია ლამის “დაინგრა”. იგივე განმეორდა, როდესაც დავიდ ლუიზმა საუცხოოდ შესრულებული საჯარიმოს შემდეგ, ბრაზილიელები ორი ბურთით დააწინაურა. ისე, კოლუმბიელთა თავკაცი პეკერმანი 1/8-ფინალში ურუგვაისთან გამარჯვების მერე, ისე თავდაჯერებული იძახდა ბრაზილიასაც მოვუგებთო, ცოტა გამაკვირვა. ალბათ, მსოფლიოში არ არსებობს ნაკრები, რომელსაც ბრაზილიასთან, პლანეტის ნებისმიერ წერტილში მატჩამდე რაიმე უპირატესობა ჰქონდეს. განვლილმა მატჩმაც გამოაჩინა “ვინ ვინ არის”. მატჩის დასრულების მერე დაიწყო რაც დაიწყო – მოილხინეს ბრაზილიელებმა.

ნეიმარის ტრავმამ ბრაზილიურ ტელესივრცეში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. არაერთხელ გაიმეორეს მომენტი, როდესაც ის დაშავდა. ნაბიჯ-ნაბიჯ გააშუქეს როგორ მიიყვანეს ტურნირის მასპინძელთა ლიდერი ჰოსპიტალში. ბრაზილიის ნაკრების ექიმიც ალაპარაკეს. არხ “ვივოზე” გადაცემაა “კოპა ნა ბენჯი”, რომელსაც მუდმივ სტუმრად ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ედერი ჰყავს, ხშირად დენილსონსაც იწვევენ, მათ გარდა, მსახიობები, კომედიანტები და ცნობადი სახეები მოჰყავთ ხოლმე. პარასკევს, გადაცემის უდიდესი ნაწილი სწორედ ნეიმარის ტრავმას დაეთმო და კორესპონდენტი ჰოსპიტლიდან რამდენიმეჯერ ჩართეს. კოლუმბიელი ზუნიგას კომენტარის აჩვენეს, რომელმაც ნეიმარი დააზიანა. ასეა, ნეიმარი ხომ სრულიად ბრაზილიის ფეხბურთის ქომაგთა კერპია.

ლაშა თაბაგარი worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროდან

ლაშა თაბაგარის ფოტოები


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.0438