![]() |
|
დეშამი: "გერმანიამ გამოცდილების ხარჯზე გვაჯობა"
2014-07-05 13:10 | ნახვები: 1866
![]()
1
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი, გერმანიის წინააღმდეგ წაგებული მატჩის (0:1) შემდეგ, თავმდაბალი გახლდათ. ფრანგმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ბუნდესნაკრების წარმატების გასაღები მათი გამოცდილება იყო. დეშამის განცხადებით, მოედანზე გუნდებს შორის დიდი განსხვავება არ იყო, თუმცა მეტოქე გამოცდილებით გამოირჩეოდა. "გერმანელები დიდ მატჩებში თამაშს შეჩვეულები არიან და შესაბამისად, უფრო მეტი გამოცდილებაც აქვთ. რიგ მომენტებში ძალიან კარგად გამოვიყურებოდით, შანსებიც გვქონდა, მაგრამ ნოიერმაც შესანიშნავად ითამაშა. ნაწილობრივ ვამაყობ კიდევაც გუნდის ამ ეტაპამდე გასვლით, თუმცა გული მწყდება ტურნირიდან გამოთიშვის გამო. გუნდის თამაშში პოზიტიური ნიშნები გამოჩნდა და სამომავლოდ საფრანგეთი უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს." - განაცხადა დეშამმა. ტეგები:
დიდიე დეშამი |
![]() |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია