|
ლიოვი რეკორდით კმაყოფილია
2014-07-05 13:17 | ნახვები: 2141
1
გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთის წინააღმდეგ მუნდიალის მეოთხედფინალური მატჩი მატ ჰუმელსის გოლის წყალობით 1:0 მოიგო და ნახევარფინალში გასვლით რეკორდსმენი გახდა. მსოფლიო ჩემპიონატებზე მსგავსი რამ არც ერთ გუნდს არ გაუკეთებია - გერმანია 2002, 2006, 2010 და 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატებზე ზედიზედ მეოთხედ გავიდა ნახევარფინალში. გერმანელთა თავკაცი იოახიმ ლიოვი მიღწეული წარმატებით კმაყოფილია. "ეს უბრალოდ რეკორდია, ჩვენმა პრეზიდენტმა გვითხრა, რომ ბოლო 31 ოფიციალური მატჩიდან ჩვენ 28 მოვიგეთ და ესეც დამაკმაყოფილებელი შედეგია. ძალიან კარგი, გამოცდილი და სტაბილური გუნდი გვყავს. 2010 წლიდან ახალმა ფეხბურთელებმა გუნდში ადაპტაცია ადვილად გაიარეს და ნახეთ კიდევაც ჰუმელსის გოლი. ნახევარფინალურ შეხვედრაში სამხრეთამერიკული გუნდი ძალიან საშიში იქნება და არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ისინი სახლში თამაშობენ." - განაცხადა ლიოვმა. შეგახსენებთ, რომ პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში ერთმანეთის წინააღმდეგ ბრაზილიის და გერმანიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ტეგები:
იოახიმ ლიოვი |
ჯგუფი A
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია