კოლუმბიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხოსე პეკერმანი ბრაზილიის წინააღმდეგ წაგებულ მატჩში (1:2) დანიშნული ჯარიმების რაოდენობით (54) უკმაყოფილოა. კოლუმბიელთა არგენტინელი თავკაცი აღნიშნავს, რომ უხეშობამ მის გუნდს მატჩზე კონტროლის დაწესების საშუალება არ მისცა. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიამ თამაშის წესები 31-ჯერ დაარღვია, ხოლო კოლუმბიამ - 23.
"ორივე გუნდს კარგი ფეხბურთელები ჰყავს, ბევრს აქტიურობდნენ და გამარჯვების წყურვილის გამო ბევრ ჯარიმებსაც იღებდნენ. წესების დარღვევის გამო შეხვედრა ხშირად წყდებოდა. ჩვენ რეალური მომენტების შექმნაც შეგვეძლო, მაგრამ უხეშობის გამო ამის საშუალება არ მოგვეცა." - განაცხადა პეკერმანმა.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილია-კოლუმბიის შეხვედრაში, მთავარმა მსაჯმა კარლოს ველასკო კარბალიომ ოთხ ფეხბურთელს გაფრთხილება მისცა, ხოლო რიგ შემთხვევებში რამდენიმე ფეხბურთელი ყვითელ ბარათს აშკარად გადაურჩა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია