ჰოლანდიის ეროვნული ნაკრებს მუნდიალის ნახევარფინალში ზედიზედ მეორედ გასვლას ერთი ნაბიჯი აშორებს. კოსტა რიკასთან დაპირისპირებამდე, "ნარინჯისფერთა" თავკაცი ლუის ვან გალი აცხადებს, რომ ორივე გუნდში შეინიშნება მსგავსი საერთო მახასიათებლები.
"მათ ჩვენნაირი სისტემა აქვთ და ცდილობენ ჩვენნაირად შეუტიონ. კოსტა რიკას აგრეთვე შეუძლია მეტოქე წნეხში ჩვენნაირად მოაქციოს და კიდევ ბევრი საერთო მახასიათებლები გვაქვს. მათ მსგავსად ჩვენც ტალანტური ნაკრები გვყავს. კოსტა რიკა ნაკლები სიძლიერის გუნდად ითვლება, თუმცა ეს ტენდენცია მედიამ გაავრცელა და არა ჩვენ. გუნდმა იცის მეტოქის სიძლიერის შესახებ. ჩვენი მიზანია გავხდეთ მსოფლიო ჩემპიონები და უკვე მითქვამს, ჩემი გუნდი დიდებული არაა, უბრალოდ ძალიან ძნელია ჰოლანდიის დამარცხება. ვიმედოვნებ, ფინალში თამაშსაც შევძლებთ." - განაცხადა ვან გალმა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია