Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
სკოლარი ბრაზილიის თამაშით კმაყოფილია
2014-07-05 15:42 | ნახვები: 1745
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა სამხრეთ ამერიკულ დერბიში კოლუმბია 2:1 დაამარცხა და 2002 წლის მუნდიალის შემდეგ ნახევარფინალში პირველად გავიდა. "სელესაოს" დამრიგებელმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ბრაზილია დაღლილი არ ჩანდა და კარგადაც ითამაშა.

"მართალია ჩილესთან დაძაბული მატჩი გვქონდა, თუმცა გუნდმა დასვენება მოასწრო და პირველ ტაიმშიც ნახეთ თუ როგორ თავისუფლად ვთამაშობდით. მეორე გოლის შემდეგ, ნერვიულობამ იმატა, ბურთზე კონტროლის ბალანსი დავკარგეთ და გოლიც მივიღეთ. ძალიან რთული მეტოქე გვყავდა, მაგრამ ფეხბურთელები მოედანზე მოსაგებად იყვნენ გასულნი." - განაცხადა "სელესაოს" დამრიგებელმა.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარისთვის მუნდიალი ტრავმის გამო უკვე დასრულდა. ნახევარფინალურ დაპირისპირებაში სკოლარი დისკვალიფიცირებულ ტიაგო სილვასაც ვერ გამოიყენებს. ნახევარფინალამდე გერმანიის წინააღმდეგ რამდენიმე დღე რჩება, ბრაზილიელთა თავკაცი კი პრობლემების წინაშეა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.053782