ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარკ ვილმოტსმა, არგენტინის წინააღმდეგ მატჩამდე ხმამაღალი განცხადება გააკეთა. ბელგიელ სპეციალისტს კითხვა, ბრაზილიაში ყოფნის ლიმიტზე დაუსვეს, ვილმოტსმა კი შემდეგნაირად უპასუხა: “მე აქ რვა საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვედრის აღსანიშნავად არ ჩამოვსულვარ, აქ ვარ იმისთვის, რომ მოგებები გავაგრძელოთ. როდესაც "შალკეში" ვთამაშობდი, ერთმა ფიზიოთერაპევტმა მითხრა: "მარკ, როცა შენ მეოთხედფინალში ხარ, გაჩერებას ვერ შეძლებ. შენ უნდა გადალახო ეტაპები და ფინალში გახვიდე". - იმ წელს ჩვენ უეფას თასი მოვიგეთ. ვერ ვხვდები და არ მესმის, რატომ არ შეუძლია ბელგიას ნახევარფინალში გასვლა, ჩვენ შეგვიძლია ბელგიელთა მენტალიტეტი ერთ დღეშივე შევცვალოთ."
შეგახსენებთ, რომ არგენტინის და ბელგიის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება, დღეს 20:00 საათზე დაიწყება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია