![]() |
|
პინტო რობენს უფრთხის
2014-07-05 16:33 | ნახვები: 1912
![]()
1
კოსტა რიკის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხორხე ლუის პინტო, რობენის საეჭვო წაქცევებს უფრთხის. კონკაკაფის წარმომადგენელთა თავკაცი ფიფას და მატჩის მთავარ არბიტრს რობენზე აქტიურ დაკვირვებას ურჩევს. შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა მექსიკის წინააღმდეგ, რობენის წაქცევისთვის დანიშნული პენალის რეალიზებით მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა. "რაც ყველაზე ძალიან მანერვიულებს, რობენის საჯარიმო მოედანზე საეჭვო დაცემებია. ვფიქრობ, იგი მსოფლიოს სამ ან ოთხ საუკეთესო ფეხბურთელთა შორისაა. ძალიან კარგი ფეხბურთელია და მეორეს მხრივ, არ გვინდა არბიტრმა ჩვენს საწინააღმდეგოდ შეცდომები დაუშვას. იმედი მაქვს რეფერი მასზე აქტიურ დაკვირვებას აწარმოებს." _ განაცხადა პინტომ. კოსტა რიკელთა თავკაცმა მოწინააღმდეგის შესახებაც გააკეთა კომენტარი. "ყველას პატივს ვცემ, მაგრამ ჩვენ არავისი გვეშინია, რადგან ვეთამაშეთ ინგლისს, იტალიას, ურუგვაის, საბერძნეთს და არ წაგვიგია. შევეცდებით მატჩზე კონტროლი დავაწესოთ და მითუმეტეს, მეტოქის იმ სამ ფეხბურთელზე, რომელთა გაჩერებაც ძალიან რთულია. ჩვენ კარგი გუნდი გვყავს, ჩვენი მეკარე კეილორ ნავასი კი შესანიშნავ ფორმაშია." ჰოლანიის და კოსტა რიკის ეროვნული ნაკრეების დაპირისპირება დღეს, გვიან ღამით. 24:00 საათზე დაიწყება. მატჩის მთავარი არბიტრი უზბეკი რავშან ირმატოვი იქნება. ტეგები:
ხორხე ლუის პინტო |
![]() |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია