ჟოზე მოურინიუმ ბრაზილიის ნაკრების თამაშის ხარისხი შეაფასა და "სელესაოს" პერსპექტივაზე გააკეთა კომენტარი. "ჩელსის" პორტუგალიელი თავკაცი მიიჩნევს, რომ ლუიშ ფელიპე სკოლარის გუნდი ბრწყინავლე თამაშს ვერ აჩვენებს, მაგრამ მაინც გახდება მსოფლიოს ჩემპიონი:
"ბრაზილიელები მთელი გულით თამაშობენ, ყველა ბურთისთვის ბოლომდე იბრძვიან, მაქსიმალურ კონცენტრაციას ავლენენ. ამისთვის პატივი უნდა ვცეთ. ბრაზილია ვერ ბრწყინავს და ვერ იყენებს მაღალი კლასის ფეხბურთელთა უპირატესობას. თუმცა, მათ იციან რაც უნდათ. ვფიქრობ, ჩემპიონები სწორედ მასპინძლები გახდებიან".
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია