![]() |
|
მარუან ფელაინი: “ყველაფერი ჩვენს ხელშია”
2014-07-05 17:36 | ნახვები: 1547
![]()
1
ბელგიის ეროვნული ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ცენტრალურმა ნახევარმცველი მარუან ფელაინიმ ესპანურ გამოცემა Marca-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ მთლიანად არგენტინასთან მომავალ დაპირისპირებაზეა გადართული: “გვყავს ბევრი ფეხბურთელი, რომელთაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ. მომავალ შეხვედრაზე მაქსიმალურად კონცერტირებულები ვართ და ვიცით, რომ სასურველი შედეგის მიღწევა შეგვიძლია. მეტოქის შემადგენლობაში არის ფეხბურთელი, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემთ, მაგრამ არ ვუფრთხით.” - განაცხადა ფელაინიმ. ბელგიელმა გულშემატკივრებსა და სტადიონზე შექმნილ ატმოსფეროზე ისაუბრა: “ბრაზილიელები არგენტინელთა მუდმივი მეტოქეები არიან და იმედი მაქვს, ადგილობრივი მაყურებელი ჩვენ დაგვიჭერს მხარს” შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა დღეს, თბილისის დროით, 20:00 საათზე დაიწყება.
ლევან გოგოტიშვილი |
![]() |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია