|
ბარტონი: “ჰალკი ერთი ევრო ღირს”
2014-07-05 18:43 | ნახვები: 3527
1
ხმაურიანი განცხადებებით ცნობილი ინგლისელი ნახევარმცველი ჯოი ბარტონი, ამჯერად, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელ ჰალკს შემოსწყრა. ბარტონმა ბრაზილიელი არადამაკმაყოფილებელი თამაშისთვის გააკრიტიკა. “ვფიქრობ, იმ 40 მილიონიდან, რომელიც “ზენიტმა” ჰალკში გადაიხადა, 39,999,999 ზედმეტი იყო. ჰალკი ერთი ევრო ღირს”, - განაცხადა ბარტონმა სოციალური ქსელის საშუალებით. მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატზე, ჰალკმა მოედანზე 334 წუთი გაატარა, მაგრამ ხეირიანი არაფერი შეუქმნია. |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია