არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” ნახევარმცველ ანხელ დი მარიას წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მისი კლიენტისთვის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა.
მეოთხედფინალურ ეტაპზე ბელგიასთან 1:0 მოგებული მატჩის მსვლელობისას, 26 წლის ფეხბურთელმა ბარძაყი დაიზიანა და იძულებული გახდა მოედანი 33-ე წუთზე დაეტოვებინა. გამომდინარე იქიდან, რომ “რეალი” დი მარიას გასხვისებას 50 მილიონ ევროდ აპირებდა, აგენტი ეუხენიო ლოპესი მას სასწრაფოდ დაუკავშირდა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაეკითხა.
როგორც აღმოჩნდა, ანხელს კუნთი ჰქონია გაწყვეტილი, მის მკურნალობას ხანგრძლივი პერიოდი დაჭირდება, რაც იმის მაუწყებელია, რომ მისთვის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა. სამედიცინო გამოკვლევის ოფიციალური დეტალები და დი მარიას მოედანზე დაბრუნების სავარაუდო ვადები დღეს გახდება ცნობილი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია