ჰოლანდიის ნაკრებთან მატჩისშემდგომი თერთმეტმეტრიანებით განცდილი მარცხის შემდეგ, კოსტა რიკას მთავარი მწვრთნელი ხორხე ლუის პინტო ჟურნალისტებს საკუთარი გუნდის წარმატებებზე ესაუბრა.
კოსტარიკელები მეოთხედფინალში გავიდნენ, სადაც ჰოლანდიას შეხვდნენ, გუნდებმა გოლის გატანა ვერც დამატებით დროში მოახერხეს და ევროპელებმა თერთმეტმეტრიანებით 4:3 იმარჯვეს, რის შემდეგაც ნახევარფინალში არგენტინაზე გავიდნენ.
“ვფიქრობ, კეილორ ნავასი საუკეთესო მეკარე იყო ამ მსოფლიო ჩემპიონატზე. საკუთარი მიღწევით ამაყები ვართ. რა თქმა უნდა, გავარდნა გულდასაწყვეტია, მაგრამ თერთმეტმეტრიანები ლატარეაა და აქ ჩვენ არ გაგვიმართლა. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მათით ვამაყობ და მთელი ქვეყანა ამაყია. ტურნირზე მსოფლიოს ტოპ-ნაკრებებს ვეთამაშეთ - იტალია, ინგლისი, ჰოლანდია და მათ არაფერი დავუთმეთ, უმაღლეს დონეზე ვითამაშეთ. სიმართლე ითქვას, მსაჯობა კარგი არ იყო. ჰოლანდიელებმა საკუთარ საჯარიმოში ორჯერ წააქციეს ჩვენი ფეხბურთელი, მაგრამ მსაჯმა თერთმეტრიანის დანიშვნა ვერ გადაწყვიტა. ვფიქრობ, მსოფლიო ჩემპიონატებზე მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს” - განაცხადა პინტომ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია