ბელგიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ არგენტინასთან განცდილი მარცხის (0:1) შემდეგ მიზეზებზე ისაუბრა.
ეს გუნდები ერთმანეთს მეოთხედფინალურ ეტაპზე გადაეყარნენ და ყველაფერი გონსალო იგუაინის მიერ მე-8-ე წუთზე გატანილმა ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. 21 წლის ლუკაკუ შეცვლაზე 59-ე წუთზე შევიდა, მაგრამ საკუთარ გუნდს ვერ უშველა და მუნდიალს დაემშვიდობა.
“ჩვენი გუნდი ყველაზე ახალგაზრდა იყო ამ ტურნირზე. როგორც ჩანს, გამოცდილება არ გვეყო. ვფიქრობ, ორი წლის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესოები ვიქნებით. არგენტინას ჩემზე დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია. დიახ, მათ ჩვენ დაგვამარცხეს, მაგრამ არა მგონია მსოფლიო ჩემპიონატის მოგება მოახერხონ. კონკურენცია ძალიან დიდია და გამარჯვებულის დასახელება არ შემიძლია” - თქვა ლუკაკუმ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია