|
ნეიმარის აუხდენელი ოცნება
2014-07-06 12:51 | ნახვები: 4377
12
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელის ნეიმარისთვის მუნდიალის ნაადრევად დასრულება უკვე ძველი ამბავია. ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის მთავარი ექიმის ხოსე ლუის რუკოს განცხადებით, ნეიმარი თავს კარგად გრძნობს და ბელუ ორიზონტეში გასამართ ბრაზილია - გერმანიის ნახევარფინალურ მატჩზე დასწრების შესაძლებლობა ექნება. ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის YOUTOBE-ის ოფიციალურ არხზე ნეიმარმა განცხადება გავრცელდა: "მინდა მივმართო ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, გულშემატკივრებს და ეროვნულ ნაკრებს. ახლა ის მომენტი არაა, ვთქვა თუ რა ხდება ჩემს გონებაში. შევეცდები მალე დავბრუნდე, იმაზე მალე ვიდრე ელოდებით. მადლობა ყველას თანადგომისთვის. ჩემი ოცნება მუნდიალის ფინალში თამაში იყო, თუმცა ამას ვეღარ შევძლებ. კიდევ ერთი ოცნება მსოფლიო ჩემპიონობაა და ვიმედოვნებ, ჩემი თანაგუნდელები ოცნების რეალობაში რეალიზებას მოახდენენ. როდესაც, მსოფლიო ჩემპიონები გავხდებით, მე ამ ტრიუმფს გუნდთან ერთად ვიზეიმებ." შეგახსენებთ, რომ კოლუმბიელი ფეხბურთელი ხუან კამილო ზუნიგამ ბრაზილიის ახალგაზრდა ვარსკვლავს ზურგში მძიმე დარტყმა მიაყენა. ნეიმარს ხერხემლის მესამე მალის მოტეხილობა დაუდგინდა. 22 წლის ფეხბურთელს ზუნიგას მუხლი რამდენიმე სანტიმეტრით მაღლა, რომ მოხვედროდა, შეიძლება პარალიზებულიც გამხდარიყო. ნეიმარმა აგრეთვე განაცხადა, რომ თავიდან მოძრაობა არ შეეძლო და ტანიც არ ემორჩილებოდა. საბედნიეროდ, ყველაფერი ახალგაზრდა ვარსკვლავის სასიკეთოდ გადაწყდა. ნეიმარს 4 კვირა ვარჯიში აეკრძალა და მაქსიმუმ 6 კვირაში შეიძლება, მოედნასაც დაუბრუნდეს. ტეგები:
ნეიმარი |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია