ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და "პარი სენ ჟერმენის" ცენტრალურმა მცველმა ტიაგუ სილვამ, შესაძლოა კარიერა "ბარსელონაში" გააგრძელოს. mediaset-ის ინფორმაციით, კატალონიელებმა ფრანგებთან შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს.
აღნიშნული წყაროს მტკიცებით, "ბარსელონა" მზადაა, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ ლიდერში 50 მილიონი ევრო გადაიხადოს და ამ თანხას პსჟ-ს მუნდიალის დასულების შემდეგ შესთავაზებს. როგორც მოგეხსენებათ, საკლუბო სეზონის დასრულებამდე სილვას ლორან ბლანთან კონფლიქტი მოუვიდა და შესაძლოა, ამ ფაქტმა ბრაზილიელის ესპანეთში გადაბარგებამაც ხელი შეუწყოს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩში, ტიაგუ სილვამ კოლუმბიის წინააღმდეგ ანგარიში გახსნა. ბრაზილიელი მცველი გერმანიის წინააღმდეგ დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს, რადგან წინა მატჩებში ორი ყვითელი ბარათი დაუგროვდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია