Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ფიფამ ბრაზილიის ნაკრების პრეს-ოფიცერი დასაჯა
2014-07-06 21:11 | ნახვები: 2979
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ ბრაზილიის ეროვნული ნაკრების პრეს-ოფიცერი როდრიგო პაივა ბრაზილიისა და ჩილეს მატჩის შემდეგ გასახდელში მიმავალ გვირაბში მომხდარი ინციდენტის გამო მკაცრად დასაჯა.

მერვედფინალურ ეტაპზე გამართული შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ დასრულდა (1:1) და ბრაზილიელებმა თერთმეტმეტრიანების სერიაში მოახერხეს გამარჯვების მოპოვება. დამატებული დროის უკანასკნელ წუთზე, ჩილელთა თავდამსხმელ მაურისიო პინილიას სუპერშანსი ჰქონდა, მაგრამ მისი დარტყმული ხარიხამ აისხლიტა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ სტადიონის გვირაბში ბრაზილიელთა პრეს-ოფიცერი პინილიასთან მივიდა და მათ შორის კონფლიქტი წარმოიშვა, რის შემდეგაც ჩილელმა დაიჩივლა, რომ პაივამ მას სახეში გაარტყა. ბრაზილიელი ირწმუნებოდა, რომ მან მაურისიოს უბრალოდ ლოყაზე მოუთათუნა.

ფიფამ ჩათვალა, რომ პაივას საქციელი გამიზნული იყო და ამისათვის მას ბრაზილიის ნაკრების სამ მატჩზე დასწრების უფლება ჩამოართვა. გარდა ამისა, პრეს-ოფიცერს ჯარიმის სახით 6,5 ათასი გირვანქის გადახდაც მოუწევს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.066678