Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
პატრიკ კლუივერტი: “მესი შევაჩეროთ? და არგენტინა როგორ შეაჩერებს რობენს?”
2014-07-07 10:07 | ნახვები: 4432
ლუის ვან გაალი და პატრიკ კლუივერტი
1998 წელი. კლუივერტის გოლი არგენტინელთა კარში
12
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

პატრიკ კლუივერტი, რომელიც ამჟამად ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში ლუის ვან გაალის თანაშემწედ მუშაობს, თვლის, რომ მისი გუნდის დასამარცხებლად მარტო მესის კარგი თამაში საკმარისი არ იქნება. აღნიშნულ კომენტარს Football Espanaავრცელებს.

“არგენტინას წარმოუდგენლად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, თუმცა, მატჩი არამარტო ჩვენთვის იქნება რთული, არამედ – მათთვისაც. მეტოქეს ბევრი ფეხბურთელი ჰყავს, რომელიც ინდივიდუალური ოსტატობით გამოირჩევა და შეუძლია, მატჩის ბედი მარტომ გადაწყვიტოს. როგორ შევაჩეროთ მესი? და არგენტინელები როგორ აპირებენ რობენის შეჩერებას?” – განაცხადა კლუივერტმა.

“კარგია, რომ დაღლილობის ფაქტორი გადამწყვეტ როლს არ ითამაშებს. ძალების აღსადგენად ოთხი დღე გვაქვს და ეს დიდი დროა” – დაასრულა კლუივერტმა.

შეგახსენებთ, რომ კლუივერტს არგენტინის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე დამარცხებული ჰყავს, როდესაც იგი თავად იყო ჰოლანდიელთა ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალა. 1998 წლის მუნდიალზე, მეოთხედფინალში ჰოლანდიამ არგენტინას 2:1 სძლია. ბევრ გულშემატკივარს ეს მატჩი ბერგკამპის საუცხოო გოლმა სამუდამოდ დაამახსოვრა. ცნობისათვის, იმ მატჩში ანგარიში სწორედ კლუივერტმა გახსნა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.044155