|
ვილიანი გერმანიასთან ითამაშებს
2014-07-07 14:32 | ნახვები: 1988
1
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების გარემარბის – ვილიანის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა. თავად ფეხბურთელი აცხადებს, რომ გერმანიის ნაკრებთან მსოფლიოს ჩემპიონატის 1/2-ფინალურ მატჩში სათამაშოდ მზადაა. “თავს კარგად ვგრძნობ. შაბათს, მარცხენა ფეხში ძლიერად მომხვდა და მცირე ტკივილი ახლაც მაწუხებს, მაგრამ მნიშვნელოვანი არაფერია. ტრავმას ვარჯიშში ხელი არ შეუშლია”, - განუცხადა ვილიანმა Goal-ს. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიისა და გერმანიის ნაკრებთა დაპირისპირება სამშაბათს ჩატარდება. ტეგები:
ვილიანი |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია