ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალის წინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს უთხრა, რომ ნეიმარის არყოფნა მისი თანაგუნდელებისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება.
“ნეიმარმა თავისი საქმე კარგად გააკეთა. მისმა ტრავმამ ძალიან დაგვამწუხრა, მაგრამ პრობლემამ გუნდი კიდევ უფრო მეტად უნდა შეკრას და გააძლიეროს. ახლა ჩვენ არა მარტო საკუთარი თავისთვის და ქომაგებისთვის, არამედ ნეიმარისთვისაც ვიბრძოლებთ. ამ ეტაპზე ჩვენი მიზანი ფინალში გასვლაა” – განაცხადა სკოლარიმ და იქვე დასძინა, რომ ბრაზილიის ნაკრებს ფანტასტიკური შემადგენლობა ჰყავს და თამაშიდან თამაშამდე წინ მიიწევს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ნაბიჯი ლამაზი ვერ გამოდის.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია