არგენტინის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა სერხიო აგუერომ ტრავმა მოიშუშა და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს. არგენტინული მედიის ცნობით, “მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი ჰოლანდიის ნაკრებთან 1/2-ფინალურ მატჩში სათამაშოდ მზადაა.
აგუერო ნიგერიასთან ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ მატჩში (3:2) დაშავდა და ამის გამო, “ალბისელესტეს” პლეი ოფის მატჩებში ვეღარ დაეხმარა. ექიმების შეფასებით, თავდამსხმელი ჯანმრთელია და ლუის ვან გალის გუნდის წინააღმდეგ თამაში ძალუძს.
შეგახსენებთ, რომ არგენტინელებისა და ჰოლანდიელების დაპირისპირება ოთხშაბათს შედგება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია