Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
მარადონა: "ბრაზილია მოედანზე უნდა მოკვდეს"
2014-07-08 14:38 | ნახვები: 5160
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ლეგენდარული ფეხბურთელი დიეგო მარადონა, ბრაზილია-გერმანიის მომავალ დაპირისპირებაზე კომენტარს აკეთებს. არგენტინელის განცხადებით, "სელესაომ" მოედანზე უნდა მოკვდეს და ბოლომდე იბრძოლოს, მიუხედავად იმისა, რომ სილვა და ნეიმარი არ ეყოლებათ.

"1990 წლის მუნდიალზე, როდესაც ფინალამდე ოთხი საკვანძო ფეხბურთელი ტრავმების და დაგროვებული ყვითელი ბარათების გამო არ გვყავდა. როდესაც ფინალში გერმანიას შევხვდით, მექსიკელმა მსაჯმა ორი ფეხბურთელი გაგვიგდო და გერმანიამ მხოლოდ თერთმეტმეტრიანის წყალობით მოიგო. სათამაშო სიტუაციიდან არ წაგვიგია და მოედანზე ბოლომდე ვიბრძოლეთ" - განუცხადა Times of India-ს მარადონამ.

მოგეხსენებათ, ბრაზილიელებს გერმანიის წინააღმდეგ დისკვალიფიცირებული ტიაგუ სილვა და ტრავმირებული ნეიმარი ვერ დაეხმარება.

"ბრაზილიამ ჩვენ მსგავსად ბოლომდე უნდა იბრძოლოს და მოედანზე უნდა მოკვდეს - გააგრძელა მარადონამ - გერმანია ბრაზილიის მსგავსად, 2002 წლის ფინალში ლიდერი ბალაკი არ ჰყავდათ. მაშინ გერმანიამ ბოლომდე ბრძოლა ვერ შეძლო და ფინალი წააგეს. ორივე ნაკრებს კარგი ფეხბურთელები ჰყავს და კარგი მატჩის მომსწრენი გავხდებით".

ბრაზილია-გერმანიის პირველი ნახევარფინალური დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 24:00 საათზე დაიწყება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.045544