Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ფილიპ ლამი: “საუკეთესო ფორმაში არ ვარ”
2014-07-08 21:19 | ნახვები: 1739
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის “ბაიერნის” კაპიტანმა, ფილიპ ლამმა განაცხადა, რომ მისი ფიზიკური კონდიციები იდეალურისგან შორსაა, მაგრამ მზადაა, ბოლომდე იბრძოლოს. აღნიშნულ ინფორმაციას Goal.com-ი ავრცელებს.

“ვიცი, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე საუკეთესო ფეხბურთს ვერ ვაჩვენებ, მაგრამ ახლა საუბარი ჩემზე ან რომელიმე კონკრეტულ ფეხბურთელზე კი არა, მთლიან გუნდზე და დარჩენილი მატჩების მოგებაზეა. ჩემთვის, ისევე, როგორც ყველა დანარჩენისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა წარმატებას მიაღწიოს, ჩვენ კი, საკუთარი თამაშის გაუმჯობესებას ვცდილობთ. არ გამკვირვებია, როდესაც საფრანგეთის წინააღმდეგ დაცვაში გადამიყვანეს. მოედანზე ყველაფერს მწვრთნელი წყვეტს. მისი გადასაწყვეტია, სად ვითამაშებ, ვინ იქნება ძირითად შემადგენლობაში და ვინ ვის შეცვლის. მწვრთნელი გვირჩევს, როგორ მოვიქცეთ” – განაცხადა ლამმა.

ამასთან, ლამი მიმდინარე მუნდიალზე თავისი გუნდის გამოსვლით კმაყოფილია: “მიუხედავად იმისა, რომ იდეალურად არ გამოვიყურებოდით, ძალიან ბევრ რაიმეს სწორად ვაკეთებდით. სწორედ ამიტომ გავედით ნახევარფინალში. ბევრ კარგ შეტევას ვახორციელებთ, თუმცა ყოველთვის არ გვიმართლებს, თორემ ყველაფერი გაცილებით გაგვიადვილდებოდა. ბრაზილიაში მეოთხე ტიტულისთვის ჩამოვფრინდით. ახლა, ნახევარფინალისთვის სათანადოდ უნდა მოვემზადოთ, შემდეგ კი, მოედანზე გაირკვევა, ვინ გავა ფინალში. ვიმეორებ, აქ თასის დასაუფლებლად ჩამოვედით.”

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალურ შეხვედრაში გერმანელები ბრაზილიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.



კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.039098