![]() |
|
კლოზე: “გასატანად მზად ვიყავი”
2014-07-09 12:05 | ნახვები: 2711
![]()
1
გერმანიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, მიროსლავ კლოზე, გუშინდელმა გოლმა ძალიან გაახარა. გვიან ღამით გამართულ ნახევარფინალურ შეხვედრაში, რომელშიც გერმანელებმა ბრაზილიის ნაკრები გაანადგურეს (7:1), კლოზემ გერმანელთა მხრიდან მეორე გოლი გაიტანა და ამით ლეგენდარულ რონალდოს გადაუსწრო. ახლა კლოზეს ანგარიშზე მსოფლიო ჩემპიონატებზე 16 გოლია და იგი ტურნირის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. “ამ ანგარიშზე კომენტარს ვერ ვაკეთებ. წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა ვთქვა ასეთ დროს. ძალიან კარგად ვითამაშეთ, რაშიც კარგმა სტარტმაც შეგვიწყო ხელი. როდესაც მიულერმა გადაცემა გამიკეთა, გასატანად მზად ვიყავი. მართალია, მხოლოდ მეორე ცდიდან შევძელი გატანა, მაგრამ მთავარია, რომ გავიტანე. წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ” – ავრცელებს კლოზეს კომენტარს Goal.com. შეგახსენებთ, რომ კლოზესთვის ეს უკვე მეოთხე მუნდიალია. 2002, 2006 და 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატებზე გერმანელმა, შესაბამისად, ხუთ-ხუთი და ოთხი გოლი გაიტანა. ლევან გოგოტიშვილი ტეგები:
მიროსლავ კლოზე |
![]() |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია