|
მიულერი: “მომხდარის დაჯერება ძალიან მიჭირს”
2014-07-09 13:34 | ნახვები: 3739
1
მიუნხენის “ბაიერნის” და გერმანიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს, თომას მიულერს, გუშინდელი მატჩის აღსაწერად სიტყვები არ ჰყოფნის. მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გერმანელები ბრაზილიელებს დაუპირისპირდნენ და მასპინძლებს სამრცხვინო მარცხი აგემეს – 7:1. მატჩის დასრულების შემდეგ, მიულერმა FIFA-ს ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა: “სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა ვთქვა. ამას არავინ ელოდა და დაჯერება ჯერ კიდევ მიჭირს. შეხვედრა საოცრად წარიმართა – თითქმის ყველაფერი გამოგვდიოდა და ასეთი ანგარიშიც სწორედ ამან განაპირობა. ამის მიუხედავად, მოდუნებას არავინ აპირებს. გერმანიას წინ კიდევ ერთი შეხვედრა აქვს – ფინალი არგენტინის ან ჰოლანდიის წინააღმდეგ. ბრძოლა და საქმის ბოლომდე მიყვანა გვმართებს” – განაცხადა თომას მიულერმა. შეგახსენებთ, რომ გერმანიამ მსოფლიოს ჩემპიონატი უკანასნელად შორეულ 1990 წელს მოიგო. ლევან გოგოტიშვილი ტეგები:
თომას მიულერი |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია