ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, მუნდიალის ნახევარფინალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ბრაზილიის კატასტროფული შედეგი მხოლოდ დავიდ ლუისის ბრალი არაა.
"არ ვფიქრობ, რომ ერთი ფეხბურთელი გვყავს გამოსაყოფი, რადგან მთლიანად გუნდმა ითამაშა ცუდად. ლუისმა დაუშვა შეცდომები? კი, მაგრამ დანტემაც დაუშვა, მარსელომაც, ფერნანდინიომაც და საერთოდ მთელმა გუნდმა. ვფიქრობ, მოთამაშე, მწვრთნელი თუ ნებისმიერი ადამიანი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობაშია ჩართული _ ყველა თანაუგრძნობს ბრაზილიას. 50 წლის შემდეგ, ბავშვებს ჯერ კიდევ პატარაობიდანვე ეცოდინებათ, რომ ბრაზილიამ გერმანიასთან 1:7 წააგო,” - განაცხადა მოურინიომ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია