|
FIFA-მ ნიგერია დასაჯა
2014-07-09 23:09 | ნახვები: 3899
1
მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ ნიგერიის ყველა ასაკობრივ ნაკრებსა და კლუბს FIFA-ს ეგიდით გამართულ ნებისმიერ ტურნირსა თუ ამხანაგურ მატჩში მონაწილეობა აუკრძალა. აღნიშნულ ინფორმაციას FIFA-ს ოფიციალური საიტი ავრცელებს. ასეთი მკაცრი სასჯელის მიზეზი ნიგერიის სპორტის მინისტრის მიერ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის გათავისუფლება გახდა. სპორტის მინისტრმა თავისი გადაწყვეტილება საფრანგეთთან განცდილი მარცხის გამო უკმაყოფილებით ახსნა. თავის მხრივ, FIFA-მ საკუთარ განცხადებაში აღნიშნა, რომ სახელმწიფო სპორტული ორგანიზაციების საქმიანობაში არ უნდა ერეოდეს. შეგახსენებთ, რომ ანალოგიური შემთხვევის გამო, FIFA-ს ნიგერიელთა დასჯა 2010 წელსაც სურდა, მაგრამ მაშინ ქვეყნის პრეზიდენტმა მინისტრის გადაწყვეტილება გააუქმა.
|
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია