ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მარჯვენა მცველი კაფუ, გერმანიასთან სამარცხვინოდ წაგების (1:7) შემდეგ, გუნდის გასახდელში არ შეუშვეს. ამ ინფორმაციას თავად კაფუ ავრცელებს.
“მინდოდა ფეხბურთელები გამემხნევებინა და ასეთ რთულ მომენტში ისინი მარტო არ დამეტოვებინა. თუმცა, შესასვლელში მითხრეს, რომ გასახდელში უცხო ხალხის შეშვება არ შეიძლებოდა.” – აცხადებს კაფუ.
კაფუს მიმართ ასეთი დამოკიდებულება, შესაძლოა, მის მიერ ცოტა ხნის წინათ გაკეთებული განცხადებით იყოს განპირობებული. მან ბრაზილიის ნაკრებს ტირილისგან თავის შეკავება და ფეხბურთის თამაში ურჩია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია