Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
რომერომ არგენტინა ფინალში გაიყვანა
2014-07-10 03:06 | ნახვები: 5932
12345678910111213
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გერმანიის ნაკრების მეტოქე არგენტინა იქნება, რომელმაც პენალტების სერიაში ჰოლანდია 4:2 დაამარცხა.

პირველი ნახევარფინალისგან განსხვავებით, რომელშიც გერმანელებმა მასპინძელი ბრაზილია 7:1 გაანადგურეს, გასული შეხვედრა მოსაწყენი გამოდგა. გუნდები ძირითადად საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ და აღნიშნულის გამოძახილი იყო, რომ ერთადერთი რეალური მომენტი დამატებით დროში შეიქმნა – შეცვლაზე შესული როდრიგო პალასიო “ნარინჯისფერთა” მეკარე სილესენთან პირისპირ დარჩა, თუმცა, რატომღაც თავით დარტყმა განიზრახა და გოლკიპერმაც ბურთი იოლად აიღო.

გარკვეულ ეპიზოდებში აქტიურობდა ლიონელ მესიც და თანაგუნდელთათვის რამდენიმე ხელსაყრელი სიტუაციაც შექმნა, მაგრამ გადამწყვეტ გასროლას ვერავინ ახერხებდა. თავის მხრივ, რობინ ვან პერსის ”გაუჩინარების” ფონზე ჰოლანდიელთა იერიშებს არიენ რობენი უძღვებოდა, მაგრამ შეტევაში პარტნიორების მოძიება უჭირდა. მხოლოდ ის რად ღირს, რომ მატჩის ძირითადი დროის განმავლობაში ლუის ვან გაალის შეგირდებმა მეტოქის კარის ჩარჩოში ვერაფრით მოახერხეს...

ამ ფონზე გასაკვირი არ ყოფილა, რომ საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, რომლის გმირიც მოგვიანებით შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებული სერხიო რომერო გახდა. ეს სრულიად ლოგიკურიც გახლდათ იმის გათვალისწინებით, რომ არგენტინელმა გოლკიპერმა რონ ვლაარის და უესლი სნეიდერის დარტყმულები მოიგერია.

მართალია, რობენმა და კუიტმა თავისი საქმე გააკეთეს, თუმცა, არგენტინელები თერთმეტმეტრიანებს ჩინებულად ასრულებდნენ. მესიმ, ეზეკიელ გარაიმ, სერხიო აგუერომ და მაქსი როდრიგესმა ზუსტი დარტყმები განახორციელეს და არგენტინელებს მე-5 პენალტის შესრულებაც არ დასჭირვებიათ.

ამგვარად, მუნდიალის ფინალურ მატჩში, რომელიც 13 ივლისს ლეგენდარულ “მარაკანაზე” შედგება, არგენტინა ფავორიტად შერაცხულ გერმანიას შეხვდება, ერთი დღით ადრე კი, “ესტადიო ნასიონალ ბრაზილიაზე”, მასპინძლები მე-3 ადგილისთვის ჰოლანდიას გაეჯიბრებიან.


სან პაულუ. “არენა სან პაულუ”. 63267 მაყურებელი

ჰოლანდია – არგენტინა 0:0 (2:4 პენ.)

ჰოლანდია: სილესენი, დე იონგი (კლასი, 62), ვლაარი, დე ვრი, მარტინს ინდი (იანმაატი, 46), ბლინდი, კუიტი, ვიინალდუმი, სნეიდერი, რობენი, ვან პერსი (ჰუნტელაარი, 96).

მწვრთნელი: ლუის ვან გაალი.

არგენტინა: რომერო, ზაბალეტა, გარაი, როხო, დემიკელისი, ბილია, ლავეცი (როდრიგესი, 100), პერესი (პალასიო, 81), მასკერანო, იგუაინი (აგუერო, 82), მესი.

მწვრთნელი: ალეხანდრო საბელია.

გაფრთხილება: მარტინს ინდი (45), დემიკელისი (49), ჰუნტელაარი (105).

ბურთის ფლობა (%): 53-47, კარში დარტყმა: 7 (3) - 8 (5), ჯარიმები: 15-10, თამაშგარე: 4-4, კუთხური: 4-4.

მსაჯი: ჩუნეიტ ჩაკირი (თურქეთი).


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.038273