![]() |
|
ვან გაალი: “რომ შემძლებოდა, კრულს გამოვიყვანდი”
2014-07-10 11:14 | ნახვები: 4285
![]()
1
ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ვან გაალმა, არგენტინის ნაკრებთან დამარცხების შემდეგ, კომენტარი გააკეთა: “ვერავინ წარმოიდგენდა, რომ აქამდე მოვაღწევდით, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით. არგენტინას მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრები ჰყავს, რომლის შემადგენლობაში უმაღლესი დონის შემსრულებლები თამაშობენ, მაგრამ, უნდა აღვნიშნო, რომ მათ არ ჩამოვუვარდებოდით. თერთმეტმეტრიანების სერიის დაწყებამდე, ცვლილების განხორციელების უფლება რომ მქონოდა, ტიმ კრულს აუცილებლად შემოვიყვანდი, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. ცხადია, თერთმეტმეტრიანები გამართლებაზეა. ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, როგორ რეაგირებს რომერო დარტყმებზე, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.” – განუცხადა ვან გაალმა Football Italia-ს. შეგახსენებთ, რომ ვან გაალი სერხიო რომეროს “ალკმაარში” წვრთნიდა. ასევე, ვან გაალმა ახსნა, თუ რატომ შეასრულა პირველი თერთმეტმეტრიანი მცველმა, რონ ვლაარმა. Sky Sports-ის ცნობით, ჰოლანდიელთა ორმა ფეხბურთელმა პენალტის შესრულებაზე საერთოდ უარი თქვა, ხოლო რობინ ვან პერსი უკვე შეცვლილი იყო. ლევან გოგოტიშვილი ტეგები:
ლუის ვან გაალი |
![]() |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია