|
სნეიდერი: “თერთმეტმეტრიანების სერიას ვერ ვიტან”
2014-07-10 12:15 | ნახვები: 2539
1
გვიან ღამით, არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან დამარცხების შემდეგ, “გალათასარაისა” და ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, ვესლი სნეიდერმა, მცირე კომენტარი გააკეთა: “ვალდებული ვარ, ეს მარცხი, გარკვეულწილად, საკუთარ თავს დავაბრალო, რადგან თერთმეტმეტრიანი ვერ გამოვიყენე. ზოგჯერ, შესაძლოა, ყველაფერი ისე წავიდეს, როგორც არ გსურს. სიმართლე გითხრათ, თერთმეტმეტრიანების სერიას ვერ ვიტან. ვფიქრობ, დღეს მხოლოდ ერთ გუნდს სურდა პენალტების სერიამდე მიღწევა და ეს არგენტინა იყო. რთულია, ასეთ მარცხს შეეგუო – ჩვენ ხომ მეტის მიღწევა გვსურდა. ყველაფერი უნდა გაგვეღო და 120 წუთის განმავლობაში გაგვეტანა გოლი, რათა ეს ლატარეა თავიდან აგვეცილებინა. სამწუხაროდ, ეს ვერ შევძელით და ფინალში ვერ ვითამაშებთ” – აქვეყნებს სნეიდერის კომენტარს Football Italia. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მატჩის ძირითადი დრო 0:0 დასრულდა. გოლი არც დამატებით ტაიმებში გავიდა და საბოლოოდ, არგენტინამ პენალტების სერიაში გაიმარჯვა – 4:2. ლევან გოგოტიშვილი ტეგები:
ვესლი სნეიდერი |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია