არგენტინის ეროვნული ნაკრების მეკარემ, სერხიო რომერომ, თავისი გუნდის ფინალში გასვლა შეაჯამა:
“ამ გამარჯვებას საკუთარ ოჯახს ვუძღვნი. დღეს ვზეიმობთ, ხვალიდან კი გერმანიაზე გადავერთვებით. ფინალში გამარჯვებული მხოლოდ ერთია და აქ შეიძლება, ყველაფერი მოხდეს. გამართლება თამაშის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია. გერმანიის წინააღმდეგ თამაში რთული იქნება, მაგრამ ჩვენი მიზანი თავიდანვე ფინალში თამაში იყო.” – ავრცელებს რომეროს სიტყვებს Fოოტბალლ Iტალია.
შეგახსენებთ, რომ რომერო აღნიშნული შეხვედრის გმირი გახდა – პენალტების სერიაში, ჯერ რონ ვლაარის დარტყმული მოიგერია, მოგვიანებით კი ვესლი სნეიდერს აჯობა და მატჩის საუკეთესო მოთამაშეც დამსახურებულად გახდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია