Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
"ნარინჯისფერთა" შავი ნახევარფინალები და პენალტების ისტორია
2014-07-10 16:51 | ნახვები: 3993
1234567
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ვესლი სნეიდერმა თქვა, ფეხბურთში ყველაზე მეტად პენალტების სერია მეჯავრებაო. ან როგორ არ უნდა ეჯავრებოდეს ჰოლანდიელ ფეხბურთელს, როცა ამდენჯერ გამწარდა თვითონ და მანამდე მისი თანამემამულეები. დაამატა კიდეც, პენალტების სერიასთან ბავშვობიდანაც ცუდი მოგონებები მაკავშირებსო...

სნეიდერი 8 წლისა იყო, როცა ჰოლანდიამ დანიასთან წააგო ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალი "ლატარეაში". 2:2 და შემდეგ 4:5. სერიაში ერთადერთი პენალტი მარკო ვან ბასტენმა გააცუდა.

სნეიდერი 12 წლისა იყო, როცა ჰოლანდია ევრო-96-ის მეოთხედფინალში "ნარინჯისფერებმა" საფრანგეთთან წააგეს. 120 წუთში გოლი არ გასულა, შემდეგ კი ფრანგებმა უკეთ დაარტყეს.

სნეიდერი 14 წლისა იყო, როცა ჰოლანდია მუნდიალის ნახევარფინალში დამარცხდა ბრაზილიასთან. რონალდოსა და კლუივერტის გოლები, 1:1, უგოლო დამატებითი დრო და ისევ ლატარეა, რომელშიც ფილიპ კოკუმ და რონალდ დე ბურმა ვერ გაიტანეს.

სნეიდერი 16 წლისა იყო ევრო-2000-ის დროს, იქ კი თანამასპინძელმა ჰოლანდიამ იტალიის მასირებულ დაცვას და ფანტასტიკურად მოთამაშე მეკარე ფრანჩესკო ტოლდოს ვერაფერი დააკლო. "ნარინჯისფერებმა" უშუალოდ თამაშის დროს ორი პენალტი ვერ გამოიყენეს და სერიაშიც 1:3 წააგეს. ჯამში, 5 პენალტი ვერ გაიტანა ჰოლანდიამ.

ჰოლანდიას ჯამში 7-ჯერ მოუწია პენალტების სერია და აქედან მხოლოდ 2 მოიგო: 2004 წელს შვედეთთან მეოთხედფინალში და ამ მუნდიალზე კოსტა-რიკასთან ასევე მეოთხედფინალში.

თავად განსაჯეთ, ჰოლანდია პენალტების სერიაში 4-ჯერ გავარდა დიდი ტურნირების ნახევარფინალში – ორჯერ ევროპაზე, ორჯერაც მსოფლიოზე.

ჰოლანდიის გარდა, არის კიდევ ერთი ნაკრები, რომელსაც ფატალურად არ უმართლებს პენალტებში. ეს ინგლისია. მათ კიდევ უფრო უარესი სტატისტიკა აქვთ – 7-ჯერ მოუწიათ და მხოლოდ ერთხელ მოიგეს სერიაში, 1996 წელს ესპანეთთან მეოთხედფინალში.

ჩამოვთვალოთ ინგლისელთა წაგებები პენალტებში:

1990 – გერმანიასთან ნახევარფინალში; 1996 – გერმანიასთან ნახევარფინალში; 1998 – არგენტინასთან მერვედფინალში; 2004 – პორტუგალიასთან მეოთხედფინალში; 2006 – პორტუგალიასთან მეოთხედფინალში; 2012 – იტალიასთან მეოთხედფინალში.

იღბლიანები? ყველაზე ბევრჯერ კი, დიდ ტურნირებში პენალტების სერია გერმანიას მოუგია – 5-ჯერ.

1982 – საფრანგეთთან ნახევარფინალში; 1986 – მექსიკასთან მეოთხედფინალში; 1990 – ინგლისთან ნახევარფინალში; 1996 – ინგლისთან ნახევარფინალში; 2006 – არგენტინასთან მეოთხედფინალში.

გერმანელებს ერთხელ წაგებული აქვთ და ეს იყო 1976 წელს, ევროპის ჩემპიონატის ფინალში ჩეხოსლოვაკიასთან. პანენკას ლეგენდარულ პენალტზე ბევრმა იცის. მოგვიანებით ასეთ სტილში სხვებმაც გაიტანეს, მაგრამ სახელი მაინც ეს შემორჩა – "პანენკას დარტყმა".

ბრაზილიას 4-ჯერ მოუწია მუნდიალზე პენალტების სერია და 3 მოიგო, ერთხელ კი (1996 წელს საფრანგეთთან) წააგო; არგენტინაც იღბლიანია – 5 სერიიდან 4 მიგო და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა, 2006 წელს გერმანიასთან მუნდიალის მეოთხედფინალში.

იტალიას 6-ჯერ მოუწია პენალტების სერია და წარმოიდგინეთ, ზედიზედ 3-ჯერ წააგო, ბოლო 3 კი მოიგო. 1990 – წააგო არგენტინასთან ნახევარფინალი; 1994 – წააგო ბრაზილიასთან ფინალი; 1998 – წააგო საფრანგეთთან მეოთხედფინალი; 2000 – მოიგო ჰოლანდიასთან ნახევარფინალი; 2006 – მოიგო საფრანგეთთან ფინალი; 2012 – მოიგო ინგლისთან მეოთხედფინალი.

ესპანეთმაც ბევრჯერ გამოსცადა ლატარეა. 7-ჯერ და აქედან 4 მოიგო: 1984 – მოიგო ნახევარფინალი დანიასთან; 1986 – წააგო მეოთხედფინალი ბელგიასთან; 1996 – წააგო მეოთხედფინალი ინგლისთან; 2002 – მოიგო მერვედფინალი ირლანდიასთან და წააგო მეოთხედფინალი კორეასთან; 2008 – მოიგო იტალიასთან მეოთხედფინალში; 2012 – მოიგო პორტუგალიასთან ნახევარფინალში.

და რადგან გრანდებზე ვწერთ, საფრანგეთზეც ვთქვათ, რომლებსაც 6-ჯერ ჰქონდათ პენალტების სერია და 3 მოიგეს, 3 კი წააგეს: 1982 – წააგეს გერმანიასთან ნახევარფინალში; 1986 – მოიგეს ბრაზილიასთან მეოთხედფინალში; 1996 – მოიგეს ჰოლანდიასთან მეოთხედფინალში და წააგეს ნახევარფინალი ჩეხეთთან; 1998 – მოიგეს იტალიასთან ნახევარფინალში; 2006 – წააგეს იტალიასთან ფინალში.

ერთადერთ მუნდიალზე მოხდა, როცა ერთმა ნაკრებმა ორჯერ იმარჯვა პენალტების სერიაში. ეს 1990 წელს არგენტინის ნაკრებმა მოახერხა – მეოთხედფინალში იუგოსლავიას, ხოლო ნახევარფინალში იტალიას სძლია.

ვან ბასტენის პენალტის გაცუდება ვახსენეთ და რომელი ერთი ვარსკვლავი ჩამოვთვალოთ, რომელსაც სერიაში ხელი მოეცარა - სოკრატესი, რობერტო ბაჯო, მიშელ პლატინი, რობერტო დონადონი, ფრანკო ბარეზი, კრის უოდლი, დავიდ ტრეზეგე და ასე შემდეგ. 1990-ში დიეგო მარადონამაც ვერ გაუტანა იუგოსლავიას, თუმცა არგენტინამ მაინც მოიგო.

ტეგები:
პენალტები

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.040667