მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე ადგილისთვის შეხვედრას ალჟირელი ჯამელ ხაიმუდი მოემსახურება. ბრაზილიისა და ჰოლანდიის ნაკრებების დაპირისპირება 43 წლის მსაჯისთვის მეოთხე მატჩი იქნება მიმდინარე მუნდიალზე.
აქამდე ხაიმუდი ავსტრალია – ჰოლანდიის, კოსტა რიკა – ინგლისისა და ბელგია – აშშ-ს თამაშებს გაუძღვა. ფიფას ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ამ სამ შეხვედრაში ალჟირელმა არბიტრმა 115 ჯარიმა დააფიქსირა, ფეხბურთელები 7-ჯერ დასაჯა ყვითელი ბარათით და ერთი პენალტი დანიშნა.
ბრაზილიისა და ჰოლანდიის მატჩი 12 ივლისს, თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია