ნეიმარის აგენტმა, ვაგნერ რიბეირომ, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლუის ფელიპე სკოლარი, არცთუ სასიამოვნო ეპითეტებით შეამკო. მის კომენტარს Sky Sports ავრცელებს. რიბეირომ სკოლარის მიღწევებიც სარკაზმულად მიმოიხილა:
“პირველი - პორტუგალიაში მან ვერაფერი მოიგო. მეორე - “ჩელსიდან” ლამის მეორე დღესვე გამოაგდეს. მესამე - უზბეკეთშიც იმუშავა. მეოთხე - ბრაზილიაში დაბრუნდა, ლეგენდარული “პალმეირასი” ჩაიბარა და როგორღაც, ქვედა დივიზიონში გავარდნაც შეძლო. მეხუთე - კლუბი ჩემპიონატის დასრულებამდე ორი თვით ადრე მიატოვა და მეექვსე – იგი ამპარტავანი, საძაგელი, თვითკმაყოფილი და სასაცილო უტვინო ბებერია.”
შეგახსენებთ, რომ 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, სკოლარი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გადადგა და ათი წლის განმავლობაში, ხსენებულ თანამდებობებზე მუშაობდა. 2012 წელს კი, ბრაზილიის ნაკრებში დაბრუნდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია