|
ბეკენბაუერი: “ბრაზილიელთა სახეებზე შიში იკითხებოდა”
2014-07-11 14:48 | ნახვები: 3442
1
გერმანული ფეხბურთის ცოცხალმა ლეგენდამ, ფრანც ბეკენბაუერმა, ბრაზილია-გერმანიის ნახევარფინალური მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, არ გაჰკვირვებია, რომ გერმანელებმა ასე იოლად დაამარცხეს მასპინძლები. “კაიზერ ფრანცის” აზრით, ბრაზილიელებზე ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ უარყოფითად იმოქმედა: “მატჩის დაწყებამდე ვთქვი, რომ ნეიმარის ტრავმა და ტიაგო სილვას დისკვალიფიკაცია ბრაზილიელთათვის უდიდესი დანაკარგი იყო და სკოლარის მათი შემცვლელები არ ჰყავდა. გარდა ამისა, გუნდი დანარჩენ მატჩებშიც არ გამოიყურებოდა დამაჯერებლად. მასპინძლებს შიში მთელი თამაშის განმავლობაში ეტყობოდათ და ისინი ზედმეტად უფრთხოდნენ მეტოქეს. ეს შიში აშკარად იკითხებოდა თითოეული ფეხბურთელის სახეზე, როდესაც ისინი ეროვნულ ჰიმნს ასრულებდნენ.” – განუცხადა “კაიზერ ფრანცმა” Hindustan Times-ს. შეგახსენებთ, რომ კვირას გერმანელები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ეროვნულ ნაკრებს შეხვდებიან.
|
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია