მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, თომას მიულერმა, მოახლოებული ფინალის შესახებSky Sports-ს მცირე ინტერვიუ მისცა:
“არ ვიცი, როგორ წარიმართება შეხვედრა, მაგრამ პირველი ტაიმის შემდეგ 5:0-ს არ ველი. კარგი იქნებოდა, მაგრამ გაგვიჭირდება, როგორც ალჟირთან და საფრანგეთთან” – განაცხადა მიულერმა.
ასევე, მან დაადასტურა ინფორმაცია, რომ ნახევარფინალური მატჩის შესვენებისას, ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს, ტაქტიკა არ შეეცვალათ, რათა მეტოქე არ დაემცირებინათ.
შეგახსენებთ, რომ არგენტინისა და გერმანიის შეხვედრა კვირას, 23:00 საათზე დაიწყება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია