მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში, გერმანიასა და არგენტინას შორის გასამართ შეხვედრას, 42 წლის იტალიელი არბიტრი ნიკოლა რიცოლი განსჯის.
რიცოლი გერმანიისთვის იღბლიანი მსაჯია. მან, მიმდინარე ჩემპიონატზე, 3 მატჩში იმსაჯა და აქედან ორში არგენტინამ იმარჯვა. სამხრეთ ამერიკელებმა ჯერ ნიგერია დაამარცხეს (3:2), შემდეგ კი ბელგია (1:0).
ნიკოლა რიცოლი 1971 წელს დაიბადა. პროფესიით არქიტექტორი რიცოლი სერია A-ში 2002 წლიდან მსაჯობს. 2007 წელს, ის FIFA-ს არბიტრი გახდა. იმავე წელს იტალიელმა ჩემპიონთა ლიგაზე მსაჯობა დაიწყო.
რიცოლისთვის 13 ივლისს გასამართი მატჩი მნიშვნელოვანი ტურნირის პირველი ფინალი არაა. 2013 წელს, ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ მატჩში, “ბაიერნსა” და “დორტმუნდს” შორის მსაჯი სწორედ ის იყო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია