ფიფამ მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის ათი კანდიდატი დაასახელა. გერმანიის ნაკრებს სიაში ოთხი წარმომადგენელი ჰყავს: ნახევარმცველები ტონი კროოსი და თომას მიულერი და მცველები ფილიპ ლამი და მატს ჰუმელსი. არგენტინელთაგან სამი ფეხბურთელი გამოარჩიეს: ნახევარმცველი ანხელ დი მარია, მცველი ხავიერ მასკერანო და თავდამსხმელი ლიონელ მესი.
ჩამოთვლილი შვიდი ფეხბურთელის გარდა პრეტენდენტები არიან: ბრაზილიელი ფორვარდი ნეიმარი, ჰოლანდიელი ნახევარმცველი არიენ რობენი და კოლუმბიელი ნახევარმცველი ჯეიმს როდრიგესი.
ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი “ოქროს ბურთით” დაჯილდოვდება. მეორე და მესამე ადგილზე გასულებს კი ვერცხლის და ბრინჯაოს ბურთები გადაეცემათ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია