Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
მთელი არგენტინა რიოშია
2014-07-12 13:01 | ნახვები: 8230
ლაშა თაბაგარის ფოტოები
1234567891011121314
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ეროვნული ნაკრების გასვლის შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო რიო დე ჟანეირო “ალბისელესტეს” გულშემატკივრებით გაივსო. ვინც აქამდე რიოში იყო, მათ ბრაზილიის სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსული ქომაგები დაემატნენ და დღის ნებისმიერ დროს “კოპაკაბანაზე” უმრავლესობა არიან.

ოკეანის ნაპირზე მდებარე პლაჟი მათი თავშეყრის საყვარელი ადგილია. ჩამოსულები არიან ოჯახებით, სძინავთ ავტომანქანებში, მიკროავტობუსებში, მანქანის მისაბლებში. პლაჟის წინ განლაგებული ფეშენებელური სასტუმროების გვერდით, საჭმელს, საქართველოში თავის დროზე ძალიან პოპულარულ პატარა გაზის ბალონებზე აკეთებენ და შემდეგ ერთი ქვაბიდან მიირთმევენ. ხმაურობენ, ახალგაზრდები გამვლელ ბრაზილიელ გოგონებს ეღლაბუცებიან, პლაჟზე არგენტინის დროშები გაუშლიათ. ორი ჯიპი, რომელშიც არგენტინელები ისხდნენ, პლაჟის წინ გზაზე მოძრაობდა, ხოლო იქ მსხდომთაგან ზოგიერთს ფანჯრებიდან თავი გამოყოთ და ყვირილით არგენტინის ნაკრების მაისურებს აფრიალებდნენ.

საინტერესო სურათს შევესწარი. ოკეანეში ოდნავ შესული არგენტინელები დოლს აბრაგუნებდნენ და თავის საყვარელ სიმღერას მღეროდნენ, რომელსაც მუსიკა ერთი აქვს და სიტყვებს უცვლიან. ამჯერად, ბუნებრივია ფინალში გერმანიის დამარცხებაზე მღეროდნენ. ასე შეიკრიბებიან ჯგუფად, მღერიან, ყვირიან, არგენტინის დროშებს აფრიალებენ. ლუდსა და ღვინოს არ იკლებენ, ზოგიერთები მარიხუანასაც.

საინტერესოა, რომ ბრაზილიის საზღვართან არგენტინელების ნაკადი არ წყდება და წარმომიდგენია, თამაშის დღეს “მარაკანას” მიმდებარე ტერიტორიაზე ან “კოპაკაბანაზე” რა ამბავი იქნება. ბრაზილიური ტელეარხებიც ოპერატიულად აშუქებენ როგორ არიან მომდგარი მათი ქვეყნის საზღვარს არგენტინელი ქომაგები და რამხელა რიგებია აეროპორტებში.


ლაშა თაბაგარი worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროდან


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.051328